საქართველოს მთავრობას და შპს „მტკვარი ენერგიას“ შორის 2013 წლის 23 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობას და შპს „მტკვარი ენერგიას“ შორის 2013 წლის 23 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2347
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018224
  • Word
2347
18/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
000000000.00.003.018224
საქართველოს მთავრობას და შპს „მტკვარი ენერგიას“ შორის 2013 წლის 23 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2347

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას და შპს „მტკვარი ენერგიას“ შორის 2013 წლის 23 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

 1.ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას და შპს „მტკვარი ენერგიას“ შორის 2013 წლის 23 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.8 პუნქტის „b“ ქვეპუნქტის და 6.2 პუნქტის „с“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაუქმების (იურიდიული ძალის დაკარგვის) თაობაზე და ამ განკარგულების მიღების დღიდან გაუქმებულად ჩაითვალოს აღნიშნული მემორანდუმი, მისი №1 დანართით გათვალისწინებული ყველა ჰიდროელექტროსადგურის ნაწილში, შპს „მტკვარი ენერგიის“ მიერ ამავე მემორანდუმის 3.1 პუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო.

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „მტკვარი ენერგიისათვის“ მემორანდუმის გაუქმების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი