დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშის მომზადების მიზნით, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისა და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საჭირო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2345 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018230 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2345
2014 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშის მომზადების მიზნით, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისა და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საჭირო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, საქართველოში, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების გაზსაცავის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშის მომზადება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საჭირო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები