დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016139 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში: |
მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. 1. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული შემდეგი ხარჯები: ა. საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის; ბ. ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის; გ. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის; დ. სხვა ხარჯები (საკომუნიკაციო, საფოსტო, ინტერნეტის, საკანცელარიო და ა.შ.) 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება მოხდეს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები