სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის პირველი დეკემბრის №4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018234
  • Word
2344
18/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
000000000.00.003.018234
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის პირველი დეკემბრის №4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2344

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის პირველი დეკემბრის №4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ

1. „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრო­ბის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამსახუ­რებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის პირველი დეკემბრის №4 სხდომის ოქმი.

2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილე­ბის, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენი­ლებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის პირველი დეკემბრის №4 სხდომაზე განხილულ მეორე საკითხთან დაკავშირებით ოქმის მე-6 და მე-7 აბზაცების შესა­ბამისად მიღებული გადაწყვეტილებები.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი