სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2339
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018220
  • Word
2339
18/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
000000000.00.003.018220
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2339

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროკომპლექსი მცხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 და 28-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე 60000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - #72.09.29.011) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აგროკომპლექს მცხეთას“ (ს/კ 436036040).

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

 ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

 ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის მერძეული-მეხორცული მიმართულების საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

 გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

 გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

 გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

 დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) კგ. ძროხის ხორცისა და არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლიტრი რძის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) კგ. ძროხის ხორცისა და არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლიტრი რძის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

 დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში არანაკლებ 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) კგ. ძროხის ხორცისა და არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლიტრი რძის 50%-ის წარმოება.

 3. შპს „აგროკომპლექსი მცხეთის“ მიერ წარდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა -სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი