შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018216
  • Word
2335
18/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
000000000.00.003.018216
შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2335

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს“ (ს/კ №204871594) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადით, გადასცეს ქ. თბილისში, ჩიქოვანის ქ. №14-ში (ნაკვეთი 08/026) მდებარე 16772 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1-2-3, საერთო ფართობით - 3984 კვ.მ, №4 - საერთო ფართობით - 359 კვ.მ, №5 - საერთო ფართობით - 523 კვ.მ, ასევე, შენობა-ნაგებობები: №6, №7, №8, №9, №10, №11, №12 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ №01.14.14.008.026).

 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი