დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №821 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2333 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018211 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2333
2014 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №821 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №821 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთს“ (ს/კ 241582756).“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე ბუნებრივი აირის მილსადენზე არსებული გაზიფიცირებული აბონენტების გაზმომარაგების მიზნით, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.“;
გ) განკარგულებას დაემატოს დანართი თანდართული რედაქციით.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები