დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016204 |
59
26/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
190020020.35.158.016204
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „ბოლნისის მუნციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №53 დადგენილებაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www. Matsne. gov.ge 18/12/2014 სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016198 შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
| მუხლი 1 |
დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპოლოატაცია.“ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2015 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია, გარე განათების მშენებლობა ექსპლოატაცია, საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლის სისტემების მშენებლობა-რებილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოებიოს მოვლა. შადრევნების, სპორტული მოედნების და დასვენების პარკის მშენებლობა -რეაბილიტაცია.". |
| მუხლი 2 |
დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ბ.გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) სტუდენტთა და სპორტსმენთა დახმარება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი) სოციალურად დაუცველი (0-დან 70001 ქულამდე) ოჯახში ორი ან მეტი ობოლი ან მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული სტუდენტების დახმარება, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ზემოთ ჩამოთვლილი სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან 100 ლარით ხოლო დანარჩენი 70 ლარით ყოველთვიურად (01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში). მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენების ყოველთვიური დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა, რომლებმაც 2013-2014-2015 წლებში მიაღწიეს წარმატებებს (ჩემპიონები და პრიზიორები ), ასევე სპორტსმენები რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ჩემპიონები ან პრიზიორები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას(მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 500 ლარის ოდენობით; საქართველოს ჩემპიონი 500 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 200 ლარის ოდენობით). ". |
| მუხლი 3 |
დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შედმეგი რედაქციით:
„მუხლი 17. დადგენილების ამოქმედება“ 1.ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან . 2.ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილება. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.Matsne.Gov.ge 31/12/2013წ. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016145. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები