დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მე-15 ოქმის“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018221 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2331
2014 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მე-15 ოქმის“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მე-15 ოქმი“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ოქმზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები