დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევროკავშირს, როგორც დონორს, საქართველოს, როგორც ბენეფიციარს და საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ბენეფიციარის ფინანსურ აგენტს შორის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის 46 მილიონ ევრომდე ურთიერთგაგების მემორანდუმისა“ და „ევროკავშირს, როგორც სესხის გამცემს, საქართველოს, როგორც მსესხებელს და საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც მსესხებლის ფინანსურ აგენტს შორის მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის სესხის ხელშეკრულების“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ.კაკაურიძისა და დ.ლეჟავას დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018215 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2330
2014 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ევროკავშირს, როგორც დონორს, საქართველოს, როგორც ბენეფიციარს და საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ბენეფიციარის ფინანსურ აგენტს შორის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის 46 მილიონ ევრომდე ურთიერთგაგების მემორანდუმისა“ და „ევროკავშირს, როგორც სესხის გამცემს, საქართველოს, როგორც მსესხებელს და საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც მსესხებლის ფინანსურ აგენტს შორის მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის სესხის ხელშეკრულების“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილი „ევროკავშირს, როგორც დონორს, საქართველოს, როგორც ბენეფიციარს და საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ბენეფიციარის ფინანსურ აგენტს შორის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის 46 მილიონ ევრომდე ურთიერთგაგების მემორანდუმი“ , ამავე მემორანდუმის მე-15 პუნქტის შესაბამისად.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და 24 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილი „ევროკავშირს, როგორც სესხის გამცემს, საქართველოს, როგორც მსესხებელს და საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც მსესხებლის ფინანსურ აგენტს შორის მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის სესხის ხელშეკრულება“.
3. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნულ მემორანდუმსა და ხელშეკრულებაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები