დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.142.016108 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2014 - 27/02/2015)
|
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა” ქვეპუქტის შესაბამისად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები 4,148,4 ათ. ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4,128.4 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3,348.4 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 155.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3,463.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 665.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 685.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 165.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. |
თავი II
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. 1.2 საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსდება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სოფლების გზების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, ხიდების რეაბილიტაცია, ასევე ამ პროექტით გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისგან გაწმენდა. 2.1.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა შენახვის ხარჯი(პროგრამული კოდი 03 01 01) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია, გზების მოვლა–შენახვისა და ზამთრის პეროიდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 90 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების გზების რეაბილიტაცია 2.1.2 ხიდების რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 03 01 02 ) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ხიდების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა–რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები, ასევე, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.2.1 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა–რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) 2.2.2 წყლის სისტემების რეაბილიტაცია–ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 0302 02) პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წყალსადენი სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა. – სოფ. სათხის, სოფ. ოროჯალარის, სოფ. პატარა ხანჩალის წყალსადენი სისტემის მშენებლობა 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის (3500 მ3) ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის დასუფთავება. 2.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. ქ. ნინოწმინდის გარე განათების მოწყობა სოფ. სათხის, დიდი ხანჩალის, ჯიგრაშენის, დიდი არაქალის, ეშტიის, განძის გარე განათების მშენებლობა. 2.2.5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია და საცხოვრებელი სახლების ფასადების გაუმჯობესება. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუსიკალური სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლებში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია, სოფელ ფოკის ტერიტორიული ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა, ქ. ნინოწმინდაში რადარების მონტაჟი, ქ. ნინოწმინდის ტროტუარების კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 მუსიკალური სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) 2.3.2 რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია და სპორტული დარბაზის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 02) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაა, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. – ქ. ნინოწმინდის რიტუალების სახლის რეაბილიტაცია – სოფ. ოროჯალარის რიტუალების სახლის რეაბილიტაცია 2.3.3 ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 03) 2.3.4 ქ. ნინოწმინდაში რადარების მონტაჟი(პროგრამული კოდი 03 03 04) 2.3.5 ქ. ნინოწმინდაში შუქნიშნების და ტრაფარეტების დამონტაჟება (პროგრამული კოდი 03 03 05) - ქ. ნინოწმინდის შუქნიშნების რეაბილიტაცია. 2.3.6 ქ. ნინოწმინდაში ტროტუარების კეთილმოწყობა და ძველი ბაზრის შეკეთება(პროგრამული კოდი 03 03 06) 2.4 სოფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. 3.1. სკოლამდელი განათლება–საბავშვო ბაღები(პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში 2013 წლის სექტმბრიდან დეკემბრის ჩათვლით ფუნქციონირებს 7 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 370 ბავშვი. საბავშვო ბაღში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 84,1 ლარს, აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების და ოფისის ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებდა კვების, თანამშრობლების ხელფასს და 36,8% ოფისის ხარჯებს. დანარჩენი 63,2% ოფისის ხარჯები ფინანსდებოდა მშობელთა გადასახადით. 2013 წლის სექტემბრიდან მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბავშვების კვების, თანამშრომელთა ხელფასს და 100% ოფისის ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და ბაღების გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ახალი ბაღების მშენებლობა. 3.2 ზოგადი განათლება – საჯარო სკოლები (პროგრამული კოდი 04 02) 3.3 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) ქალაქ ნინოწმინდაში ფუნქციონირებს სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულება, სადაც ფუნქციონირებს 13 სხვადასხვა წრე, მათ შორის სამხატვრო, ქარგვის, ქსოვის, კერვის და სხვა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, რელიგიისა და საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი ბაზის შექმნა. მუნიციპალიტეტი განაგრძობს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
4.3 საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა, ვ.ტერიანის და ვ. ჰოვსეფიანის ზეიმებში ახალგაზრდობის მონაწილეობა და ღონისძიებების ჩადარება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების პატრიოტთა ბანაკებში მგზავრობის ხარჯები და ხალხურ დღესასწაულებში ახალი თაობის სხვადასხვა კულტურული და სპორტული ფესტივალების და შეჯიბრების ჩატარება. 4.4 რელიგია (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაფინანსდება სოფელ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ელ.ენერგიისა და გათბობის საწვავის ხარჯები 5 000 ლარის ოდენობით. ქ. ნინოწმინდის წმინდა სარქისის ეკლესია 35 000 ლარით, რომელიც სოფ. ფოკის და ქ. ნინოწმინდის მონასტრებს სუბსიდიის სახით მიეცემათ. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით. გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან 5.1 ჯანდაცვის პროგრამები(პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფას და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება(პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.1.2 საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება(პროგრამული კოდი 06 01 02) აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფინანსდება-საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების კომუნალური ხარჯი. 5.2. სოციალური პროგრამები(პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის ხარჯები(პროგრამული კოდი 06 02 01) სტაციონარულური მკურნალობისათვის მოსახლეობას, რომელთა სარეიტინგო ქულები არ აღემატება 150 000-ს – 500 ლარამდე;
ა) თუ ოპერაციისათვის გათვალისწინებული თანხა მიაღწევს – 5000 ლარამდე, დახმარების ოდენობაა – 1000 ლარი; ბ) თუ ოპერაციისათვის გათვალისწინებული თანხა მიაღწევს – 5000 – 10 000 ლარამდე, დახმარების ოდენობაა – 2000 ლარი; გ) თუ ოპერაციისათვის გათვალისწინებული თანხა – 10 000 ლარზე მეტია, დახმარების ოდენობაა – 3000 ლარი;
შეძენა – 2000 ლარამდე 5.2.2 ერთჯერადი ფინანსური დახმარება ორმხრივად და ცალმხრივად ობოლ ბავშვთა ოჯახებს და მრავალწევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს(პროგრამული კოდი 06 02 02) მეურვედაკარგული ოჯახები – თითოულ არასრულწლოვან წევრს – 50 ლარი; მრავალწევრიან ოჯახებზე (7 და მეტი), ოჯახის თითოულ წევრს – 20 ლარი, თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 – ს; საახალწლო საჩუქრების შესაძენად პროდუქტის სახით ღარიბ ოჯახებზე – 50 ლარის ოდენობით. 5.2.3 ინვალიდების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) პირველი ჯგუფის ინვალიდებს – თითოეულს – 50 ლარი; არასრულწლოვან ინვალიდებს – თითოეულს – 100 ლარი; დანარჩენი კატეგორიის ინვალიდებს – თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000– ს – 100 ლარამდე (განცხადების საფუძველზე). 5.2.4 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) ომის ვეტერანებზე (დაკრძალვის, 9 მაისის ღონოსძიებების ორგანიზება, ყვავილების (თაიგულების შეძენა). 5.2.5 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამულ კოდი 06 02 05) ახალშობილ დედებზე, პირველი და მეორე ბავშვის დაბადებისას – 300 ლარი; მესამე ბავშვის დაბადებისას – 400 ლარი; 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადად ; თუ 4 ბავშვია – 200 ლარი; თუ 4 – ზე მეტია – თითოეულს 50 ლარი; 5.2.7 სამუსიკო და სპორტული სექციის აღსაზრდელთა გაჭირვებული ოჯახების გადასახადის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07) სამუსიკო სკოლისა და სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულების ბავშვებს, თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 –ს ყოველთვიურად 20 ლარი; 5.2.8 ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაჭირვებული ოჯახებისათვის (პროგრამული კოდი 06 02 08) ერთჯერადი ფინანსური დახმარება – თუ სარეიტინგო ქულა არ არემატება 100 000 – ს – 100 ლარამდე; განსაკუთრებული შემთხვებისათვის –300 ლარამდე; საწვავის შეძენა ღარიბ ოჯახებისათვის – 100 ლარის ფარგლებში; 5.2.9 ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ომის ვეტერანებზე და გათანაბრებულებზე – 500 ლარი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილეებს – 100 ლარამდე; მათ შორის ინვალიდ მონაწილეებს – 200 ლარამდე; მათ ქვრივებს – 50 ლარი; 5.2.10. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტთა სასწავლო ქირის ანაზღაურება(პროგრამული კოდი 06 02 10) კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლების ოჯახთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება – 100 000 - ს, ერთი ნახევარწლედის სასწავლო ქირა - 1000 ლარამდე. 5.2. 11 ფეხმძიმობის ბიულეტენის ხარჯები(პროგრამული კოდი 06 02 11) |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები