მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018206
  • Word
2307
12/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
000000000.00.003.018206
მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2307

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის 34 განკარგულების შესაბამისად, მიეცეთ უფლება ახმეტის მუნიციპალიტეტს - პანკისის ხეობაში, მდ. ალაზანზე, ნაპირდამცავი ქვის ჯებირების მოწყობისა და სოფელ დუისის სპორტდარბაზის შენობის რეაბილიტაციისათვის; თელავის მუნიციპალიტეტს - სოფ. იყალთოს ცენტრში სკვერის მოწყობისათვის; დუშეთის მუნიციპალიტეტს - ქ. დუშეთში, ყოფილი სამუსიკო სკოლის სარემონტო სამუშაოებისათვის; მცხეთის მუნიციპალიტეტს - სოფელ ქანდაში, სასმელი წყლის ჭაბურღილის და რეზერვუარის მოწყობისა და სოფ. მამკოდაში (ხოდაბუნების დასახლებაში), სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის; ყაზბეგის მუნიციპალიტეტს - დაბა სტეფანწმინდაში, კულტურის სახლის მშენებლობისა და სოფელ სნოში, საბავშვო ბაღის ინვენტარით აღჭურვისათვის; ცაგერის მუნიციპალიტეტს - ქ. ცაგერში, კეჭნარის ღელის რეაბილიტაციისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - სოფელ მუხათში (ფაბრიკის დასახლება), საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                           . ღარიბაშვილი