დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.136.016157 |
|
,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს (ხოლო, თუ ხუთშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს)’’. 2 . დადგენილების დანართის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,, 1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს (თუ ხუთშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას’’. 3. დადგენილების დანართის 117-ე მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,, 2. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში) |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები