„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 29/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016046
22/ნ
25/12/2014
ვებგვერდი, 25/12/2014
010240070.22.037.016046
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №22/ნ

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში (სსმ, 04/11/2009, მუხლი 1561) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული; დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - საერთაშორისო ურთიერთობები;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;

გ) უცხო ენის (ინგლისური) - ძალიან კარგად ცოდნა;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუციის I, II, IV თავები;

დ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;

დ.ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

დ.ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს N8/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook Express, Internet Explorer - კარგად ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 29 დეკემბრიდან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი