დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.05.001.002.269 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 20.12.2005, მუხ. 358) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა – 26 000 (ოცდაექვსი ათასი) კაცი თანდართული მონაცემების შესაბამისად.“.
2. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის 2006 წლის თანდართული მონაცემები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მონაცემები
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ 2006 წელს
| სამინისტროს დასახელება | პირადი შემადგენლობის რაოდენობა 2006 წელს |
| საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა სულ | 26000 |
| საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 26000 |
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3153–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები