სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018204
  • Word
2305
12/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
000000000.00.003.018204
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2305

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული , ამ განკარგულების დანართი №1-ში მითითებული უძრავი ქონება და დანართი № 2-ში მითითებული 843 (რვაას ორმოცდასამი) ცალი გაზის ხარჯმთზომი მრიცხველი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 6 670 760,14 (ექვსი მილიონ ექვსას სამოცდაათი ათას შვიდას სამოცი ლარი და 14 თეთრი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ 202403121) .

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების დანართი №3-ით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                        ი . ღარიბაშვილი