დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2305 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018204 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2305
2014 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული , ამ განკარგულების დანართი №1-ში მითითებული უძრავი ქონება და დანართი № 2-ში მითითებული 843 (რვაას ორმოცდასამი) ცალი გაზის ხარჯმთზომი მრიცხველი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 6 670 760,14 (ექვსი მილიონ ექვსას სამოცდაათი ათას შვიდას სამოცი ლარი და 14 თეთრი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ 202403121) .
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების დანართი №3-ით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები