დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „China Railway 23rd Bureau Group Co Ltd“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2304 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018203 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2304
2014 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „China Railway 23rd Bureau Group Co Ltd“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „China Railway 23rd Bureau Group Co Ltd“-ს შორის გასაფორმებელი სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის კმ42+000 – კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები