დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018201 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2300
2014 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა (ა )იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ (ს/კ №202051536) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ავლაბრის ქუჩა №34-ში მდებარე 785 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: შენობა-ნაგებობა №1 , საერთო ფართით - 1101.19 კვ.მ (აქედან, საზაფხულო ფართი - 26.43 კვ.მ) , შენობა-ნაგებობა №2 , საერთო ფართით - 16.34 კვ.მ , შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 1117.53 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ №01.17.01.031.005).
2. ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
3. ამ განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება შესაძლოა , მესაკუთრის მიერ ცალმხრივად შეწყდეს უზუფრუქტუარისათვის წინასწარი 1 (ერთი) თვიანი ვადის დაცვით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები