დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 17/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
დასაქმების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს 2014 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ:
ა) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე არ შემოსულა.
ბ) მოთხოვნა არ შემოსულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შესახებ.
გ) სააგენტოში საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
დ) სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ე) სააგენტოს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში არ ყოფილა და აქედან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სააგენტოს არ ჰქონია.
ამასთან სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს 2014 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი იფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
სსიპ- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
დასაქმების სააგენტოს დირექტორი კობა ნაკაიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები