„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის N37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის N37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016049
49
24/12/2014
ვებგვერდი, 25/12/2014
010250000.35.175.016049
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის N37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ.” ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მეოთხე პუნქტის, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” შესაბამისად, ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების  შემოღების შესახებ’’ ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №37 დადგენილებაში  (matsne.gov.ge, 14.11.2014, 010250000.35.175.016037) კერძოდ

დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის ,,გ ქვეპუნქტი ჩამოალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქციის მიხედვით“.

მუხლი 2
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №37 დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგ ნაირად:

,,მუხლი 2. საკრებულო ადგენს

1.დამტკიცდეს ,,დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“

2. დამტკიცდეს ,,დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების ტიპური თანდართული ფორმები.

3.დამტკიცდეს „დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და იურიდიული პირებისათვის“ დანართი №3-ის შესაბამისად.

მუხლი 3
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20014 წლის 12 ნოემბრის №37 დადგენილების დანართი №1 და დანართი №2 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ამ  დადგენილების დანართი №1-ის  და დანართი №2 შესაბამისად
მუხლი 4
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №37 დადგენილებას დაერთოს ახალი დანართი №3, ამ დადგენილების დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 5
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №37 დადგენილებას დაერთოს  ახალი დანართი №3, ამ დადგენილების დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი



დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების გადახდის წესს.

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს წესი აწესრიგებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების და გადახდის წესს, გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება  დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი
1. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ანდა ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით. აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის შესაბამისად, მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციები.

2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე, შემდგომ (მესაკუთრე, მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

3. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან მისი წარმომდგენი ნებისმიერი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).

4. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.

5. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის შესაბამის სამსახურს ან საამისიდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

6. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

7. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ/მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

8. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები განთავისუფლებულნი არიან მოსაკრებლის გადახდისაგან.

4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.

5. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ერთ თვეზე მეტი ვადის გასვლის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის შესაბამის სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს, წერილობით შემთხვევაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილებების შესახებ.

6. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის შეჩერების, ან შეწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს წარუდგინოს დარიცხული მოსაკრებლის  კორექტირების/შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .

7. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა – ნაგებობების ფართის ან ფართის ნაწილის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.  მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. მოსაკრებლის ქვითრის და ხელშეკრულების ტიპურ ფორმას ამტკიცებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:

    ა) მესაკუთრის მონაცემები;

    ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

    გ) გადასახდელი თანხა;

    დ) გადახდის ვადა;

    ე) მოსაკრებლის მიმღების რეკვიზიტები;

    ვ) მხარეთა უფლება-მოვალეობები.

3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ მომსახურების მიღებიდან მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

 



დანართი №1
დასუფთავების მოსაკრებელი

ქ ვ ი თ ა რ ი №

აბონენტი №

გვარი, სახელი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -                                        

მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -                                                  

თარიღი: - - - - - - - - - -

გადასახდელი პერიოდი

გადასახადი თვეში ერთ სულზე

სულთა რაოდენობა

თანხა

 

 

 

 

 

წინა დავალიანება

 

გადახდილი თანხა

 

სულ გადასახადი

 

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი

სახაზინო რეკვიზიტები:                                                                                          

ხაზინის ერთიანი ანგარიში                                                                              

სახელმწიფო ხაზინა  

ბანკის კოდი:

სახაზინო კოდი:                                                                                               

(მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისათვის)                                           

მიმდინარე გადასახადის . . . . . . . . . . . . -მდე გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები.                                                                                         

ცნობებისათვის მიმართეთ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს.                                                                                      

 მომსახურე პირი:

მისამართი: 


დანართი №2
დასუფთავების მოსაკრებელი

ქ ვ ი თ ა რ ი №

აბონენტი №

დასახელება: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -                                        

მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -                                                  

თარიღი: - - - - - - - - - -

გადასახდელი პერიოდი

განაკვეთი 1 მ3

რაოდენობა

თანხა

 

 

 

 

 

წინა დავალიანება

 

გადახდილი თანხა

 

სულ გადასახადი

 

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი

სახაზინო რეკვიზიტები:                                                                                            

ხაზინის ერთიანი ანგარიში                                                                               

სახელმწიფო ხაზინა  

ბანკის კოდი:                                                                                                   

 სახაზინო კოდი:                                                                                        

 (მოსაკრებლის ტერიტორიის დასუფთავებისათვის).                                           

 მიმდინარე გადასახადის . . . . . . . . . . . . -მდე გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები.                                                                                       

ცნობებისათვის მიმართეთ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს.                                                                                 

მომსახურე პირი:

მისამართი:

 


დანართი №3  
დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები

დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და იურიდიული პირებისათვის


საქმიანობა

ერთეული

წლიური დაგროვების ნორმა

განაკვეთი თვეში 1მ3 – 20 ლარი

1.

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

საერთო ფართი 1მ2

0.04

0.07

2.

ოფისები, სააგანეტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართი 1მ2

 

0.08

 

0.13

3.

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0.331

0.55

4.

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები

ერთ მოსწავლეზე

0.128

0.21

5.

სასტუმროები

მოსამხურების ერთეული

1.72

2.87

6.

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

1.157

1.92

7.

პოლიკნილიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

საერთო ფართი

1მ2

0.16

0.27

8.

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების

ღია ფართის 1მ2

0.02

0.03

დახურული ფართის 1მ2

0.08

0.13

9.

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1მ2

0.76

1.27

10.

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

სამუშაო ფართის 1მ2

0.25

0.42

11.

აგრარული ბაზრები

საერთო ფართის 1მ2

0.3

0.5

12.

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)

ერთ მოსწავლეზე

0.08

 

0.13

13.

ბენზინგასამართი და

გაზგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1მ2

0.08

0.13

 

14.

 

ა/მანქანების სარემონტო სადგურები ტექმომსახურების ადგილები

 

ღია საერთო ფართის 1მ2

0.02

0.03

დახურული

0.14

0.23

15.

ა/ მანქანების სამრეცხაო

საერთო ფართის 1მ2

0.14

0.23

16.

აბანოები, საუნები

საერთო ფართის 1მ2

0.18

0.3

17.

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართის 1მ2

0.35

0.58

18.

სამეწარმეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაწარმოებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის 1მ2

0.25

0.42

19.

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

1.8

3

20.

საცხობები

სამუშაო ფართი 1მ2

0.26

0.43

21.

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის 1მ2

0.008

0.01

22.

სამხედრო ნაწილები და პენიტენციალური სისტემები

1 ადგილი

0.6

1

23.

საწარმოო დანიშნულების ობიექტები, ღია ტერიტორიები

საერთო ფართის 1მ2

0.008

0.01

24.

მსხვილი სერიული პროდუქციის (საწარმოების) შენობა-ნაგებობების საწარმოო ნარჩენების გარდა(საწყობები).

საერთო ფართის 1მ2

0.04

0.07

25.

ვაგზლები, აეროპორტები, აეროდრომები, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები

ღია ფართი 1მ2

0.008

0.01

 საერთო ფართის 1მ2

0.08

0.13

26.

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0.59

0.98

28.

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

ღია ფართის 1მ2

0.02

0.03

დახურული ფართის 1მ2

0.08

0.13

29.

სასათბურე მეურნეობები

საერთო ფართის 1მ2

0.04

0.07

30.

კარიერები

საერთო ფართი 1მ2

0.008

0.01

 


მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა

მ=წდნ:12Xტ

მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე

წ.დ.ნ. ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა

ტ – 1მ3 ნარჩენების გატანის, გაუვნებლობის და კონტეინერის ექსპლ ატაციის ტარიფი.