ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.172.016055
55
24/12/2014
ვებგვერდი, 26/12/2014
190040000.35.172.016055
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449დადგენილების საფუძველზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის  თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი №1 -ის შესაბამისად
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი   №1
ქალაქ ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის მერიის  თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის    ოდენობის  განსაზღვრისა და გაცემის   წესი

მუხლი 1. პრემიის წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და   საჯარო მოხელეებზე გასაცემი პრემიიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. პრემიის  გაცემის საფუძველი და მიზნები   
1.პრემია გაიცემა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებზე და საჯარო მოხელეებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებებიდ ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

 2.პრემიის გაცემა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.

 3.პრემიის  გაცემის მიზანია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.


მუხლი 3. პრემიის  გაცემის   უფლებამოსილება 
1.ქალაქ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  მერის, მერის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირების მიმართ   პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი  მერი  საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ  აქტს (ბრძანებას)

2.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელ თანამდებობის პირებს.

3.პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში  თანამდებობის პირთა და დასაქამებულ საჯარო  მოხელეებზე  იღებს   მერი.

4.მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინიცირება უნდა იყოს დასაბუთებული,რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირებზე გაცემული პრემიის შესახებ.


მუხლი 4. პრემიის  გაცემის    პერიოდი და ოდენობა 
1. ქალაქ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის   ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. ქალაქ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე  პრემის შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შესაძლებელია  გაიცეს ასევე არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპის დაცვით.