დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52972 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 19/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016307 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №52972
2014 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) გადასახადის გადამხდელთა განცხადების ან/და წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის შესაბამისი სანქციის გავრცელება“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გ. თაბუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები