„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016202
66
23/12/2014
ვებგვერდი, 25/12/2014
010250020.35.169.016202
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №66

2014 წლის 23 დეკემბერი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის № 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/11/2014 წ; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016193) და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 30/01/2012წ; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016074) დამტკიცებულ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ე.კ)“ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე და სამკვიდროს მიღებისას მემკვიდრის (სამკვიდროს გახსნიდან, სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე) კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებულ მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, ასევე, გასცემს საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისას სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების შესაბამისად დოკუმენტაციასა და დასკვნებს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი, ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის  „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)“ „დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე და სამკვიდროს მიღებისას მემკვიდრის (სამკვიდროს გახსნიდან, სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე) კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებულ მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრების (ოჯახის შემადგენლობის და მსგავს) ფაქტებს, ასევე, გასცემს საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისას სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების შესაბამისად დოკუმენტაციასა და დასკვნებს, რისთვისაც:

გ.ა) წარმომადგენელი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის  ნამდვილობასაც ამოწმებს;

გ.ბ) ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით,  წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მიუკერძოებელ მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ 2 მოწმისა), წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობის შესაძლებლობის ფარგლებში;

გ.გ) წარმომადგენელი ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმეები) ფიზიკური პირების ვინაობას მათ მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მეშვეობით;

გ.დ) წარმომადგენელი აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტავს აქტის შინაარსს და მის სამართლებრივ შედეგებს, განცხადება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ.ე) წარმომადგენელი ვალდებულია აქტის შედგენამდე განმცხადებელს მოსთხოვოს ფაქტის დადასტურების ნამდვილობის ფაქტობრივი მდგობარეობის დადგენის მიზნით სხვადასხვა დოკუმენტი (ატესტატი, შრომის წიგნაკი, სხვადასხვა გადასახადის გადახდის ქვითარი, პოლიკლინიკაში აღრიცხვის ბარათი და სხვა). ამ დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში წარმომადგენელი დაეყრდნოს არანაკლებ ორი მოწმის ჩვენებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი