„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 375
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016692
375
19/12/2014
ვებგვერდი, 25/12/2014
010320040.22.033.016692
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №375

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში (სსმ III, 14.01.2008წ. №4, მუხლი 60) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013  წლის  17  დეკემბრის  N341  დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ) „ განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ“ (დანართი N2);“.

3. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

 

„გ) „პრაქტიკანტის დღიურის ფორმა“ (დანართი N3).“.

4. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“(დანართი N1):
ა) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,გ) კანდიდატი - პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შეტანილი აქვს განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ ან რომელიც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამინისტროში წარდგენილია პრაქტიკის გასავლელად.“;

ბ) II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი II. პრაქტიკანტის მიღება“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 4

1. პრაქტიკანტად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის სტუდენტი (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის შემთხვევაში, პრაქტიკანტად მიიღება მხოლოდ ის პირი, რომელიც იმყოფება აღნიშნული საფეხურის დამამთავრებელ კურსზე) ან შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში - მინისტრი) უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.“;

დ) მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 5

1. კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae);

გ)  დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

დ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) შევსებული განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ დანართი №2 შესაბამისად;

ვ) ორი ფერადი ფოტო-სურათი (3X4).

2. იმ შემთხვევაში, როცა კანდიდატი წარმოდგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ამ მუხლის პირველი პუნტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს კანდიდატი ავსებს გასაუბრებამდე.

3. პრაქტიკანტად მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე, რომელიც წარიმართება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის საჯარო მოსამსახურისა და იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელშიც სურს პრაქტიკის გავლა კანდიდატს. გასაუბრებას შესაძლოა ესწრებოდნენ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები.

4. გასაუბრებისას მოწმდება კანდიდატის თეორიული ცოდნა შესაბამის სფეროში და პრაქტიკის გავლის მოტივაცია. გასაუბრების შედეგის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კანდიდატის აკადემიური მოსწრებაც.

5. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის წინადადების საფუძველზე, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.“;

ე) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 7

1. პრაქტიკის მაქსიმალური ვადაა 6 თვე.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკის კიდევ 6 თვემდე ვადით გაგრძელების შესახებ.

3. პრაქტიკის ვადას განსაზღვრავს მინისტრი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის წინადადების საფუძველზე.

4. 6 თვემდე ვადით პრაქტიკანტის დანიშვნის, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური მიმართავს მინისტრს პრაქტიკანტისათვის პრაქტიკის ვადის გაგრძელების თაობაზე.

5. პრაქტიკანტს, პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკის შედეგები შეფასდა დამაკმაყოფილებლად, კარგად ან ძალიან კარგად“;

ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 9

პრაქტიკანტს უფლება აქვს:

ა) სამინისტროს  შესაბამისი  სტრუქტურული  ქვედანაყოფის  ხელმძღვანელის  და პრაქტიკის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პრაქტიკის ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომლებიც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება;

გ) პრაქტიკის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

დ) მოითხოვოს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად;

ე) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს წერილობით მიმართოს   მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. პრაქტიკანტის განათლების, თეორიული ცოდნისა და უკვე გავლილი პრაქტიკის შეფასების გათვალისწინებით, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, მინისტრის იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის თაობაზე.

თ) მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ი) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

პრაქტიკანტი ვალდებულია:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის სფეროს  მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებით;

ბ) გამოცხადდეს სამინისტროში პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;

გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება პრაქტიკის ხელმძღვანელის ან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ;

დ) პრაქტიკის გავლის პერიოდში აწარმოოს პრაქტიკანტის დღიური და მასში ასახოს განხორციელებული საქმიანობა მიღებული დავალებებისა და შესრულების ვადების მითითებით. პრაქტიკანტის დღიური რჩება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. პრაქტიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში მას გადაეცემა დღიურის ასლი;

ე) არ გაამჟღავნოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სხვა პირის პერსონალური მონაცენები ან კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პრაქტიკის გავლის პერიოდში“;

კ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 12

1. სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად, კერძოდ, განუსაზღვრავს მას პრაქტიკის ხელმძღვანელს, გამოუყოფს სამუშაო ადგილსა და შესაბამის ინვენტარს დავალებების შესასრულებლად.“;

ლ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 13

1. პრაქტიკის ხელმძღვანელი აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ დღიურის წარმოებას, პერიოდულად აწვდის მას თეორიულ მასალას, აძლევს დავალებებსა და მათი შესრულების მიმართულებებს,   განუსაზღვრავს დავალების შესრულების კონკრეტულ ვადას, აკონტროლებს დავალების შესრულების ვადებსა და ხარისხს.

2. პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტის დღიურში ასახოს პრაქტიკანტის მიერ შესრულებული დავალებ(ებ)ის, პრაქტიკანტის ქცევის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება.“.

5. დანართი N2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
6. ბრძანებას დაემატოს „პრაქტიკანტის დღიურის ფორმა“ (დანართი N3) თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.  

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური