აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის ანგარიში

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2014
ვებგვერდი, 23/12/2014
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის ანგარიში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

ანგარიში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 2014 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ

 

 

·        2014 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.  შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

 

·        საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მიზნით საარჩევნო კომისიაში მოთხოვნა არ შემოსულა;

 

·        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს  კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;

 

·        საარჩევნო კომისიის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავებას ადგილი არ ჰქონია;

 

·        საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევევბი არ დაფიქსირებულა. აგრეთვე არ მომხდარა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება;

 

·        2014 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით  ხარჯები არ გაწეულა.

 

თავმჯდომარე  არჩილ მიქელაძე