დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.025.016162 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2014 - 13/07/2015)
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შედეგად (ელექტროენერგიის იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის გარდა) წარმოქმნილი საკურსო სხვაობის შემოსავალს ან/და ხარჯს, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც მოხდა სხვაობის ფაქტობრივად აღიარება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები