დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.023.016282 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის N70 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი, 20/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.023.016195) დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების: |
1.
მეორე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ,,საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ’’ კონვენციის (1971), ,,ბიოუსაფრთხოების შესახებ" კარტახენას ოქმის (2000), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N11 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად); ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა”. |
2.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო სექტორებში მუშაობის გამოცდილება ან გარემოსდაცვითი კუთხით გავლილი შესაბამისი სტაჟირება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N11 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა.“. |
3.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები