დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 690 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.018310 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/01/2014, 460080000.10.003.017575) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“:
1. მე-4 მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,14. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვრცელდება სროლის სახეობებში მსოფლიო თასის ფინალურ გათამაშებასა და ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასზე (გუნდური) მიღწეულ ანალოგიურ შედეგებზე. 15. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გუნდური პირველობებისთვის გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვრცელდება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მიერ ჩოგბურთში ,,დევისის თასის“ (მამაკაცთა შორის) და „ფედერაციის თასის“ (ქალთა შორის) უმაღლესი ჯგუფის გათამაშებებზე მიღწეულ ანალოგიურ შედეგებზე და აღნიშნულ სახეობაში დაწესდეს შემდეგი დამატებითი ფულადი პრიზები: ა) „ფედერაციის თასზე“ ევრო-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის - 40 000 ლარი; ბ) „ფედერაციის თასზე“ პირველ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის - 60 000 ლარი; გ) „დევისის თასზე“ ევრო-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის - 40 000 ლარი; დ) „დევისის თასზე“ ევრო-აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის - 60 000 ლარი. 16. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვრცელდება ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის თასზე (გუნდური) მიღწეულ ანალოგიურ შედეგებზე.“. 2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლში საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობისათვის, 2015 წლის ბაქოს I და შემდგომი წლების ევროპის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენთა, მწვრთნელთა და ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის წასახალისებლად მიღწეული შედეგების მიხედვით დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ლარებში): 1. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში: ა) I ადგილი - 68 000, გუნდური პირველობა -136 000; ბ) II ადგილი - 51 000, გუნდური პირველობა -102 000; გ) III ადგილი - 34 000, გუნდური პირველობა - 68 000. 2. სპორტის სათამაშო სახეობებში: ა) I ადგილი - 272 000; ბ) II ადგილი - 204 000; გ) III ადგილი - 136 000. 3. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს, სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს და ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეთ ფულადი პრიზები ამ პროგრამის მე-4 მუხლის ,,8-10“ პუნქტებით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი პრიზები შესაბამისი ოდენობებით ვრცელდება ევროპის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეულ შედეგებზე.“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლში ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენთა წახალისების მიზნით, 2014 წლის ნანჯინგის II და შემდგომი წლების მსოფლიო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მონაწილეთათვის, აგრეთვე, მწვრთნელებისა და ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალისათვის დაწესდეს მიღწეული შედეგების მიხედვით შემდეგი ოდენობის ფულადი პრიზები (ლარებში): 1. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში: ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 42 500; ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 25 500; გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 17 000. 2. სპორტის სათამაშო სახეობებში: ა) I ადგილი - 85 000; ბ) II ადგილი - 51 000; გ) III ადგილი - 34 000. 3. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში: ა) სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50 პროცენტი; ბ) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ პირად-გუნდურ და გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი; გ) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 30 პროცენტი. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი პრიზები შესაბამისი ოდენობებით ვრცელდება მსოფლიოს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსა და აგრეთვე, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ პარაოლიმპიურ თამაშებზე მიღწეულ შედეგებზე. 5. მსოფლიოს ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების თითოეულ ლიცენზირებულ მონაწილეზე („ველური ბარათის“ მფლობელის გარდა) შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას დამატებით მიეცეს 17 000 ლარი.“. 4. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლში ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენთა წახალისების მიზნით, 2015 და შემდგომი წლების ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური ფესტივალების მონაწილეთათვის, აგრეთვე, მწვრთნელების და ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალისათვის დაწესდეს მიღწეული შედეგების მიხედვით შემდეგი ოდენობის ფულადი პრიზები (ლარებში): 1. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში: ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 10 200, გუნდური პირველობა - 20 400; ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 6 800, გუნდური პირველობა - 13 600; გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5 100, გუნდური პირველობა - 10 200. 2. სპორტის სათამაშო სახეობებში: ა) I ადგილი - 40 800; ბ) II ადგილი - 27 200; გ) III ადგილი - 20 400. 3. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში: ა) სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50 პროცენტი; ბ) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ პირად-გუნდურ და გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი; გ) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 30 პროცენტი.“. 5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) მსოფლიოს ჩემპიონატზე: I ადგილი პირადი - 34 000, გუნდური - 51 000; II ადგილი პირადი - 25 500, გუნდური - 34 000; III ადგილი გუნდური - 51 000;“. 6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. კარატე (სპორტული/კონტაქტური - WKF/WKO ვერსია): ა) ეროვნული ნაკრები: ა.ა) მსოფლიოს ჩემპიონატი: I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) -17 000; II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 8500; III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 5100; ა.ბ) ევროპის ჩემპიონატი: I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 8500; II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5100; III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 1700; ბ) ახალგაზრდული ნაკრები (22 წლამდე): ბ.ა) მსოფლიოს პირველობა: I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5100; II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 3400; III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) -1700; ბ.ბ) ევროპის პირველობა: I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 3400; II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 1700; III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 850; გ) ჭაბუკთა ნაკრები: გ.ა) მსოფლიოს პირველობა: I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 3400; გ.ბ) ევროპის პირველობა: I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 1700; დ) სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50 პროცენტი; ე) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ პირად-გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი; ვ) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20 პროცენტი.“. 7. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რაგბი 7-ში კაცთა და ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდები: ა.ა) ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის - 255 000; ა.ბ) ოლიმპიურ თამაშებზე თითოეული გამარჯვებისათვის - 45 000; ა.გ) რაგბის ევროპის ფედერაციის (Rugby Europe) ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის - 5 100; ა.დ) რაგბის ევროპის ფედერაციის (Rugby Europe) ევროპის სერიის საერთო ჯამში საპრიზო ადგილის დაკავებისათვის: I ადგილი – 425 000; II ადგილი – 255 000; III ადგილი – 170 000; ა.ე) რაგბის საერთაშორისო ფედერაციის (World Rugby) მსოფლიო სერიის შესარჩევ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის - 34 000; ა.ვ) რაგბის საერთაშორისო ფედერაციის (World Rugby) მსოფლიო სერიის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის - 80 000; ა.ზ) რაგბის საერთაშორისო ფედერაციის (World Rugby) ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის - 7 650; ა.თ) მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის - 170 000; ა.ი) მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის - 42 500.“. 8. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) რაგბის საერთაშორისო (World Rugby) და ევროპის (Rugby Europe) ფედერაციების ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის - 59 500.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით დაწესებული ფულადი პრიზები აგრეთვე ვრცელდება ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე 2014 წელს ჩატარებულ შეჯიბრებებში მიღწეულ შედეგებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები