ქურთის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

ქურთის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.146.016088
36
22/12/2014
ვებგვერდი, 24/12/2014
190040000.35.146.016088
ქურთის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2014 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქურთის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე



დანართი
ქურთის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ქურთის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. პრემიის  გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა ქურთის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე  გაცემული პრემიის შესახებ.

2. პრემია გაიცემა ქურთის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე  დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

3. პრემიის მიზნებია, ქურთის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, ქურთის მუნიციპალიტეტში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.


მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება და წესი
1. ქურთის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვთ უშუალო ხელმძღვანელ პირს მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეებისათვის და ზემდგომ თანამდებობის პირს.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიცირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე  გაცემული პრემიის შესახებ.

3. პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის და ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, ბრძანების ფორმით.


მუხლი 4. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. ქურთის მუინიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. ქურთის მუინიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წეით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობისა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის #449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–5 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად.