„ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.146.016085
33
22/12/2014
ვებგვერდი, 24/12/2014
190020020.35.146.016085
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 07/02/2014, 190020020.35.146.016055) დამტკიცებული წესის მე-131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 131. დევნილთა ოჯახების დახმარება

 1. დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.

 2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე