დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ-ქალაქ თბილისის N145 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - ქალაქ თბილისის №145 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ - ქალაქ თბილისის N145 საჯარო სკოლაში არსებული საჯარო
მონაცემთა ბაზები
1. ხარჯთაღრიცხვის ნუსხა
2. პერსონალთა ბაზა
3. შემოსული/გასული წერილები
4. საშტატო განრიგი
5. სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა
6. მოსწავლეთა ბაზა
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2014 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
1. ინფორმაცია სკოლის შესახებ;
2. მონაცემები პედაგოგთა შესახებ;
3. მონაცემები მოსწავლეების შესახებ.
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
2014 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:
1. 4 - (ოთხი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე,
2. 5 - (ხუთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე,
3. 9 - (ცხრა) მოთხოვნა დაკმაყოფილდა,
4. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე გაცემულია 0 - (ნული) უარი,
5. გასაჩივრდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების 0 - (ნული) გადაწყვეტილება,
6. დაფიქსირდა საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა 0 - (ნული) დარღვევა.
7. ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ - 0 (ნული)
სკოლის დირექტორი
მაია ოსიყმიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები