დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 - ე მუხლის შესაბამისად ,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
დებულებების შესრულების თაობაზე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2014 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით სულ შემოსულია 2 862 განცხადება (მათ შორის პერსონალური ინფორმაცია - 2 516). პასუხი გაეცა და დაკმაყოფილდა 2 739, განხილვის სტადიაშია 41 და უარი ეთქვა 82 განცხადებას. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N305 დადგენილების მოთხოვნებს.
2014 წლის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში არ გასაჩივრებულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სამინისტროში წარმოდგენილ იქნა ერთი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვის შედეგად საჩივრის ავტორს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი.
ამასთანავე:
- სამინისტროს სისტემის ყოფილ და მოქმედ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებასა და სხვა საფინანსო გასაცემლებთან/საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაიცემა სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ.
- სამინისტროს სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული მიწის რესურსების, საბინაო-არასაბინაო ფონდებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია გაიცემა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
- სამინისტროს სისტემის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, სამოქალაქო პირებისა (გარდა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებისა) და სპეციალური წოდების მქონე პირების სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, ასევე იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმდებებში იყვნენ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები, საჯარო ინფორმაცია გაიცემა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მიერ.
- სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ყოფილ და მოქმედ მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გაიცემა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ.
2014 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
მინისტრი მინდია ჯანელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები