დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 31/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.002.254 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-12 მუხლის:
ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პირის ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და ეწევიან საერთო მეურნეობას.“;
ბ) 36-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„36. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი 1 წელზე მეტი ხნით იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის.“;
გ) 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„39. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, გაწეული მომსახურების ან მისივე ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება, გასამრჯელო, სარგებელი, საფასური, საზღაური.“;
დ) 43-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე ნაწილი:
„44. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგებები – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით.“.
2. მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ქონების გადაცემა ქირით ან იჯარით (გარდა ლიზინგით გადაცემისა);“.
3. მე-20 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 21-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ პირი ლიზინგით (ფინანსური იჯარით) გასცემს ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოპერაცია ითვლება საქონლის მიწოდებად.“.
5. 22-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ ამ მუხლის პირველი – მე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი (ტარიფი) დგინდება დანახარჯების, შესაძლო რეალიზაციის ფასის ან მისაღები სარგებლის განსაზღვრის მეთოდებით.“.
6. 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), ფონდები, კავშირები (ასოციაციები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორ-ციელებენ საქმიანობას (რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კორპორაციები, დაწესებულებები;“.
7. 36-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე არ არის ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი.“.
8. 41-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კავშირი და ფონდი ვალდებული არიან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით გაიარონ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ორგანოში;“;
ბ) მე-2 ნაწილის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საწარმოს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა) ქვედანაყოფების რეგისტრაციის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მათი რეგისტრაციიდან, რეორგანიზაციიდან ან ლიკვიდაციიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
გ) საწარმოს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა) გაკოტრებულად გამოცხადების, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
დ) თავისი („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კავშირისა და ფონდის გარდა) საქმიანობის ადგილის, მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის შეცვლის შესახებ ასეთი გადაწყვეტილე-ბის მიღებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.
9. 52-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) უზრუნველყონ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოების (მათი ფილიალების), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფონდების, კავშირების, მათი ფილიალების და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოება, ამ კოდექსის შესაბამისად გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაცია (რეესტრის წარმოება) და მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება.“.
10. 64-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისთვის პირველ საგადასახადო პერიოდს წარმოადგენს დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
11. მე-80 მუხლის:
ა) მე-2–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი. წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება მხოლოდ ერთი „საგადასახადო მოთხოვნა“.
3. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „საგადასახადო მოთხოვნას“ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. „საგადასახადო მოთხოვნის“ გამოცემის წესი, ფორმა და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. „საგადასახადო მოთხოვნის“ წარდგენის საფუძვლებია:
ა) იმ გადასახადების დარიცხვის ვალდებულება, რომელთა გაანგარიშებაც აკისრია საგადასახადო ორგანოს;
ბ) გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების (საგადასახადო სანქციების ან/და დამატებით დარიცხუ-ლი გადასახადების) დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.“;
ბ) მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მისი წარდგენის საფუძველი, საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის დარიცხვა ან რომელიც დაარღვია გადასახადის გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა;“.
12. 82-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადის გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა „საგადასახადო მოთხოვნა“ უნდა შეასრულოს მისი მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“;
ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
13. 85-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო დავის დაწყებისთანავე ან/და აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან ერთად. ეს უფლება საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ვრცელდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღებულის გარდა) ნებისმიერ ქონებაზე, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
3. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს, აგრეთვე მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციისათვის, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.“.
14. 86-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ან მესამე პირის მიერ აღიარებულია, რომ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონება ან ქონებრივი უფლებები რაიმე ფორმით მესამე პირის დროებით მფლობელობაშია, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის თანხმობით ან გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის თანხმობის გარეშე, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს მოსთხოვოს, რომ მან გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის წინაშე აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებები (არა უმეტეს აღიარებული საგადასახადო დავალიანებისა) ისევე შეასრულოს საგადასახადო ორგანოს მიმართ, როგორც უნდა შეესრულებინა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისთანავე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადასახადო ვალდებულება შესაბამისად უქმდება ან მცირდება.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „საგადასახადო მოთხოვნას“ უნდა დაერთოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის თანხმობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას. „საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს:
ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი;
ბ) მისი გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;
გ) მესამე პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);
დ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);
ე) მისი წარდგენის საფუძველი, საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა ამ მოთხოვნის წარდგენა;
ვ) მისი შინაარსი (მათ შორის, მესამე პირის დავალიანების ოდენობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ, მესამე პირისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა და მესამე პირის მფლობელობაში არსებული ის ქონება, რომელიც არის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრება, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი);
ზ) მისი მიღებისას მესამე პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, ამ მოთხოვნის გასაჩივრების წესი);
თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება მესამე პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.“.
15. 87-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდე-ლის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღებულის გარდა) ნებისმიერ ქონებას, მათ შორის, მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.“.
16. 88-ე მუხლის:
ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასი, სახელმწიფო (საგადასახადო ორგანო) უფლებამოსილია:
ა) აუქციონის ჩატარების შესახებ ხელახალი განცხადების გამოქვეყნებიდან არანაკლებ 14 დღის შემდეგ ქონება გასაყიდად გაიტანოს განმეორებით აუქციონზე, რომლის რაოდენობას და ჩატარების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო;
ბ) მოხსნას ქონებაზე ყადაღა და დაუბრუნოს იგი გადასახადის გადამხდელს მფლობელობისა და განკარგვის უფლებით.“;
ბ) მე-18 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასა და საგადასახადო ორგანოს მიერ აუქციონის ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვას.“.
17. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 ნაწილები:
„7. თუ გადასახადის გადამხდელი არ წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (დროებით) აღარ ახორციელებს სამეურნეო ოპერაციებს და ამ პერიოდში უნდა განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება, მას უფლება აქვს, აღნიშნული პერიოდების მიხედვით არ წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები (გაანგარიშებები), გარდა საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადების ყოველწლიური დეკლარაციებისა.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, რომლის მიხედვით მისი შემოსავლები, ხარჯები და საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით ნულის ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება დაგვიანებით წარმოდგენილ შესწორებულ დეკლარაციად.“.
18. მე-100 და 101-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 100. სახელმწიფო რეგისტრაცია და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
1. საწარმო (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსი) ან ორგანიზაცია (გარდა ფონდისა, კავშირისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისა) ვალდებულია, სახელმწიფო რეგის-ტრაციიდან ან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს თავისი საქმიანობის ადგილის მიხედვით.
2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.
3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი ვალდებულია, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით.
4. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ფიზიკური პირისა და ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ვალდებულია, საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად მიმართოს საგადასახადო ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (მათ შორის, მიმდინარე გადასახდელების) ან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფონდების, კავშირების, მათი ფილიალების და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.
6. თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით აქვს სირთულეები, მის მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.
7. თუ საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი ნებაყოფლობით, ამ კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენიდან 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით, განცხადებით არ მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის თაობაზე, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით უზრუნველყოს მისი საგადასახადო რეგისტრაცია.
მუხლი 101. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
1. საწარმო (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსი და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა) ან ორგანიზაცია (გარდა ფონდის, კავშირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისა) საგადასახადო ორგანოს წარუდგენს განცხადებას საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ და სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის, სადამფუძნებლო და სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სავალდებულო სხვა დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების თითო ეგზემპლარს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი) – განცხადებას საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.
2. ფიზიკური პირის – საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო ნომერია ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გარეშეც მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. ამ ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა (ფიქსირება) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე.
3. საგადასახადო ორგანო თითოეულ გადასახადის გადამხდელს (მათ შორის, საგადასახადო აგენტს), რომელსაც უშუალოდ აკისრია ბიუჯეტში გადასახადის გადახდის ვალდებულება, ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც გამოიყენება ყველა გადასახადის, მათ შორის, საბაჟო გადასახდელების, გადახდისთვის.
4. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან გამეორება აკრძალულია.
5. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გადასახადის გადამხდელს (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფონდისა, კავშირისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისა, რომელთა საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და ვადები დადგენილია ამავე კანონებით) განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამავე ვადაში გადასცეს მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გადასახადის გადამხდელის მოწმობა.
6. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მიუთითოს საგადასახადო დეკლარაციაში, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან მიმოწერისას და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ სხვა დოკუმენტებში.
7. გადასახადის გადამხდელის აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია ითვლება საგადასახადო საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა) საგადასახადო რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმებს, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და გამოყენების პირობებსა და წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
19. 103-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 3 დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელისათვის აღნიშნული ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები;“.
20. 121-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციების თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ.“.
21. 122-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა (სამეწარმეო რეესტრით) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (კავშირისა და ფონდის სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრით) გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციისა.“.
22. 124-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
23. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 130. საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევა
საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევა, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობა საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და საგადასახადო აღრიცხვის გარეშე, –
იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
24. 132-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ან გაანგარიშება გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღებამდე, შესწორებული, არასწორად ნაჩვენები ინფორმაციისათვის არ დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“.
25. 140-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არასწორად ან/და არასრული შევსების შემთხვევაში, თუ ეს იწვევს დღგ-ის თანხის შემცირებას ან ჩასათვლელი თანხის ზრდას – შემცირებული დღგ-ის თანხის ან გაზრდილი ჩასათვლელი თანხის 100 პროცენტი;“.
26. 144-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 144. სხვა ჯარიმები
გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, –
იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“.
27. 156-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს გადაწყვეტილებასთან ერთად გაუგზავნოს შესწორებული „საგადასახადო მოთხოვნა“ (თუ მოხდა მისი შესწორება) და დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში წარდგენილ საჩივარში დავის გადაწყვეტის ფორმად საბჭოში მისი განხილვის მითითების შემთხვევაში – საბჭოს გადასცეს საქმის ყველა მასალა თავის გადაწყვეტილებასთან ერთად.“.
28. 166-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-13 ნაწილში აღნიშნული აქტივებით მიღებული შემოსავლები;“.
29. 168-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) „ვ“–„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, გარდა მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება საქარ-თველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში) წარმოშობისას, როდესაც ნამეტი იანგარიშება ამ ქონების რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში უსასყიდლოდ მიღებული ქონების საბაზრო ფასს შორის;
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირისაგან 1000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;“;
ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები.“;
ბ) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი (პირის კმაყოფაზე მყოფი 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) პირის მიერ აღნიშნულ რეგიონებში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ, ერთ- ან ორშვილიან (პირის კმაყოფაზე მყოფი 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) პირს აღნიშნულ რეგიონებში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით.“.
30. 170-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-13 ნაწილში აღნიშნული აქტივებით მიღებული შემოსავლები;“.
31. 184-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალ, სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დაიშვება ყოველწლიურად, საანგარიშო წლის წინა წლის ბოლოსათვის ჯგუფის ღირე-ბულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.“.
32. 190-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც გადახდილია ან გადასახდელია საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში, გარდა ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა. ამ შემთხვევაში ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლების შესაბამისად გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა მცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი (მათ შორის, წინა საგადასახადო პერიოდებში) საშემოსავლო გადასახადის თანხით;“.
33. 196-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომლის მოგებაც ექვემდებარება დაბეგვრას და რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან ადრე დაბეგრილი პროცენტები, უფლება აქვს ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, თუ არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.“.
34. 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.“.
35. 217-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. იმ არარეზიდენტს, რომელიც იღებს ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს, დეკლარაცია წარადგინოს დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით. დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში. ასეთი გადასახადის გადამხდელი იბეგრება იმავე წესით, როგორითაც დაიბეგრებოდა ეს შემოსავალი, იგი დაკავშირებული რომ ყოფილიყო გადასახადის გადამხდელის საქართველოში არსებულ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემოსავალთან დაკავშირებული გადასახადის გა-დამხდელის ხარჯები გამოიქვითება მუდმივი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით, მაგრამ გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 197-ე მუხლით განსაზღვრულ გადახდის წყაროსთან აუცილებლად გამოსაქვით თანხას.“;
გ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში 2 წლამდე არსებული მატერიალური აქტივის რეალიზაციისას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისა), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარის და მეტი ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა და ამ მუხლის მე-10 ნაწილში აღნიშნული შემთხვევისა) საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება აქტივის გადაცემამდე, რის შესახებაც აღნიშნული ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას.
9. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივის რეალიზაციისას (გარდა ფასიანი ქაღალდებისა და ფიზიკური პირის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისა), აგრეთვე ქონების საჩუქრად მიღებისას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა და ამ მუხლის მე-11 ნაწილში აღნიშნული შემთხვევისა) ქონების გასხვისების ხელშეკრულების ან/და მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო მატერიალური აქტივის რეალიზატორი ფიზიკური პირისათვის ან ქონების საჩუქრად მიმღები ფიზიკური პირისათვის გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება საგადასახადო ვალდებულების შესრულება ან მისგან განთავისუფლება.“.
36. 218-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა;“;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) საქართველოს საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;
თ) პირი, რომელიც პირს უხდის პროცენტს.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდე-ბულია, ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია გადახდილი თანხების შესახებ.“.
37. 219-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის შემოსავალთან (მოგებას-თან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადამდე, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი ნაწილით, 15 დღით ადრე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. ამასთანავე, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.“.
38. 221-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან/და ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს. პირი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მიწოდების განხორციელებამდე.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საწარმოს საწესდებო (საემისიო) კაპიტალში დღგ-ის გადამხდელის მიერ შესატანის საქონლის ფორმით განხორციელებისას აღნიშნული საწარმო ვალდე-ბულია, რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.“.
39. 224-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დღგ-ის გადამხდელის, მათ შორის, საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება:
ა) საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას;
ბ) ფიზიკური პირის გარდაცვალებისას;
გ) ამ კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწოდების განუხორციელებლობისას.“.
40. 227-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საერთაშორისო კავშირგაბმულობის მომსახურებისას დასაბეგრ თანხაში არ გაითვალისწინება კავშირგაბმულობის საწარმოების მიერ უცხოური საწარმოსა-თვის გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხა.“.
41. 228-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს; ლიზინგის საგანი უბრუნდება ლიზინგის გამცემს, თუ გათვალისწინებული იყო მისი გამოსყიდვა.“.
42. 230-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:
„ჰ) ლატარიებით, კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა.“.
43. 233-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საწვავისა და საპოხი საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საბაჟო ორგანოს მიერ დაიტოვება საბანკო გარანტია. იმპორტიორს უბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან უქმდება საბანკო გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით. საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
44. 238-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დღგ-ის გადამხდელის მიერ ქონების იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის (მათ შორის, ლიზინგის) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო (მათ შორის, სალიზინგო) მომსახურების ღირებულების გადახდის ვადები, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა.“.
45. 241-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას არარეზიდენტისათვის გასაცემ თანხაზე. დღგ-ის ოდენობა განისაზღვრება ამ კარით დადგენილი გადასახადის განაკვეთის მიხედვით.“.
46. 243-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის/მომსახურების ნაწილად.“.
47. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2521 მუხლი:
„მუხლი 2521. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შეძე-ნილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უფლება აქვთ დაიბრუნონ ამ საქონლისათვის გადახდილი დღგ-ის თანხა.
2. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე, რომელიც არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
3. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხორციელდება მისი შეძენიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 400 ლარს (დღგ-ის გარეშე).
4. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი, კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის უფლებამოსილი გამყიდველი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხა, რომელზედაც არ ვრცელდება ეს მუხლი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
48. 265-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავისა და საპოხი საშუალებების იმპორტი საბაჟო ორგანოებისათვის საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე.“.
49. 266-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა;“.
50. 269-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 266-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სოციალური გადასახადი გადაიხდება დაქირავებულისათვის ხელფასის ან სხვა მომსახურების ანაზღაურების გაცემისთანავე, ხოლო თუ ხელფასები ბანკის საშუალებით გაიცემა, დამქირავებელი შრომის ასანაზღაურებლად თანხების მოთხოვნასთან ერთად ბანკში წარადგენს საგადახდო დავალებას გადასახადის გადარიცხვის თაობაზე. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების წარდგენის გარეშე ბანკი ხელფასის თანხას არ გასცემს. გადასახადის გადამხდელის მიერ სოციალური გადასახადი გამოიანგარიშება ყოველი საანგარიშო თვის მომ-დევნო თვის 15 რიცხვისათვის და საგადასახადო ორგანოებს წარედგინება დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით.“.
51. 271-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 271. გადასახადის გადამხდელი
1. ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე:
ა) საკუთრებაში ან ლიზინგით აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა (ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწით სარგებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა);
გ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ქონების გადასახადის გადამხდელია აგრეთვე პირი, რომელიც ამ კოდექსის 91-ე მუხლის მიხედვით ითვლება ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ცრუმაგიერ მფლობელად.“.
52. 272-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 272. დაბეგვრის ობიექტი
1. საქართველოს საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები.
2. უცხოური საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონება (მათ შორის, რეზიდენტი პირისათვის იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება).
3. ორგანიზაციისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონება ან ქონების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.
4. ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული ან ლიზინგით აღებული:
ა) უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული, აგრეთვე იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ქონებისა;
ბ) იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ქონება;
გ) საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილები (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული საქონელი);
დ) საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები.
5. მეწარმე ფიზიკური პირისათვის, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქონებისა და მიწისა, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სამეწარმეო საქმიანობისათვის, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობისათვის გამოყენებული ან განკუთვნილი ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები.
6. საქართველოს ან უცხოური საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის ან/და ფიზიკური პირისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ა) საკუთრებაში არსებული მიწა;
ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.
7. ამ კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირებისათვის დაბეგვრის ობიექტად განიხილება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შესაბამისი ქონება.“.
53. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 273. გადასახადის განაკვეთები
1. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.
2. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება ქონების ღირებულების (გამოიანგარიშება ამ კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრუ-ლი აქტივების ღირებულებისა და 183-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.
3. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 60 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა;
ბ) 60 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,2 პროცენტისა და არა უმეტეს 0,4 პროცენტისა;
გ) 100 000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,4 პროცენტისა და არა უმეტეს 0,8 პროცენტისა.
4. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია მსუბუქი ავტომობილის სახეობის ძრავის მოცულობის და ხნოვანების მიხედვით და შეადგენს არა უმეტეს:
| № | მსუბუქი ავტომობილის სახეობა ძრავის მოცულობის მიხედვით | მსუბუქი ავტომობილის ხნოვანება კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით | გადასახადის ოდენობა (ლარებში) |
| 1 | 2000 სმ3-მდე (ჩათვლით) მოცულობის ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილი | 1 წლამდე (ჩათვლით) | 50 |
| 1-დან 3 წლამდე (ჩათვლით) | 40 | ||
| 3-დან 4 წლამდე (ჩათვლით) | 30 | ||
| 4-დან 5 წლამდე (ჩათვლით) | 20 | ||
| 5-დან 6 წლამდე (ჩათვლით) | 10 | ||
| 6 წელზე მეტი | 5 | ||
| 2 | 2001 სმ3-დან 3000 სმ3-მდე (ჩათვლით) მოცულობის ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილი | 1 წლამდე (ჩათვლით) | 150 |
| 1-დან 3 წლამდე (ჩათვლით) | 130 | ||
| 3-დან 4 წლამდე (ჩათვლით) | 110 | ||
| 4-დან 5 წლამდე (ჩათვლით) | 80 | ||
| 5-დან 6 წლამდე (ჩათვლით) | 25 | ||
| 6 წელზე მეტი | 5 | ||
| 3 | 3000 სმ3-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილი | 1 წლამდე (ჩათვლით) | 300 |
| 1-დან 3 წლამდე (ჩათვლით) | 250 | ||
| 3-დან 4 წლამდე (ჩათვლით) | 200 | ||
| 4-დან 5 წლამდე (ჩათვლით) | 100 | ||
| 5-დან 6 წლამდე (ჩათვლით) | 50 | ||
| 6 წელზე მეტი | 5 |
5. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადის წლიური განაკვეთები დიფერენცირებულია სატრანსპორტო საშუალების სახეობისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით:
| სატრანსპორტო საშუალების სახეობა | საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი | გადასახადის განაკვეთი ძრავის 1 ცხენის ძალაზე წელიწადში |
| 1. იახტა (კატარღა) | 890310900 890392100 890392990 890399990 | არანაკლებ 3 ლარისა და არა უმეტეს 7 ლარისა |
| 2. თვითმფრინავი | 8802 20 8802 30 8802 40 | არანაკლებ 2 ლარისა და არა უმეტეს 5 ლარისა |
| 3. შვეულმფრენი | 8802 11 8802 12 | არანაკლებ 2 ლარისა და არა უმეტეს 5 ლარისა |
6. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით და დგინდება ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:
| ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) | |
| მიწის ხარისხი | ||
| კარგი | მწირი | |
| 1. თბილისი, მარნეული | 57 | 31 |
| 2. ბოლნისი, გარდაბანი | 52 | 27 |
| 3. რუსთავი | 51 | 27 |
| 4. ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი | 51 | 27 |
| 5. ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო | 44 | 24 |
| 6. თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი | 43 | 22 |
| 7. ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი | 39 | 21 |
| 8. კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია | 38 | 20 |
| 9. საგარეჯო, ქარელი, ხაშური | 36 | 20 |
| 10. ქურთა, წალკა | 34 | 19 |
| 11. აბაშა, ზუგდიდი | 34 | 18 |
| 12. ახალქალაქი, ახალციხე | 34 | 19 |
| 13. მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი | 33 | 17 |
| 14. ნინოწმინდა | 33 | 17 |
| 15. ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი | 30 | 15 |
| 16. ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი | 28 | 15 |
| 17. წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ | 24 | 13 |
| 18. საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი | 22 | 12 |
| 19. ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი | 18 | 11 |
| 20. ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა | 17 | 9 |
| 21. შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, ყაზბეგი, ჯავა | 13 | 8 |
ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:
| ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) | |||
| სათიბები | საძოვრები | გაკულტურებული | ||
| სათიბები | საძოვრები | |||
| 1. აბაშა, ახალქალაქი, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი, ფოთი |
6 |
3 |
8 |
4 |
| 2. ადიგენი, ასპინძა, ახალგორი, ბაღდათი, ბორჯომი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, მარტვილი, საგარეჯო, საჩხერე, ტყიბული, ქარელი, ქედა, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხარაგაული, ხაშური, ხონი, ხულო, ახალციხე |
4 |
2 |
7
|
3 |
| 3. ამბროლაური, ახმეტა, დუშეთი, ლენტეხი, მესტია, ონი, ყაზბეგი, ცაგერი, ცხინვალი, ჭიათურა, ჯავა | 2,5 | 1,5 | 4 | 2 |
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის მიწის ხარისხისა და მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ განაკვეთების ოდენობა შეიძლება იყოს შესაბამის საბაზისო განაკვეთზე არანაკლებ 50 პროცენტისა და არა უმეტეს 150 პროცენტისა.
8. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის მიწის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიბეგრება სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწების შემთხვევაში კარგი ხარისხის მიწის ნაკვეთებისათვის, ხოლო ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების შემთხვევაში გაკულტურე-ბული მიწის ნაკვეთებისათვის ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის განაკვეთებით.
9. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ პირთათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ამ კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ კოეფიციენტებზე. ამასთანავე, ეს ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
10. ბუნებრივი საძოვრებისათვის დადგენილი განაკვეთით იბეგრება ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
11. ამ მუხლის მიზნებისათვის ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შესაბამისი ქონების ადგილმდებარეობისა და შესაძლო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით.
12. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ოჯახის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (სარგებელი) საგადასახადო შეღავათების გათვალისწინების გარეშე, მათ შორის:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) ნებისმიერი შემოსავალი (სარგებელი), რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრულ შემოსავლებში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება.“.
54. 274-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 274. გადასახადის გამოანგარიშების წესი
1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
2. თუ ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 და მე-6 ნაწილებით განსაზღვრული დასაბეგრი ქონება შეძენილი, რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) ან შეძენილი და რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) იქნა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, ამ წელს საგადასახადო პერიოდი ამ ქონების გადასახადზე განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ქონების ყოფნის დროის პროპორციულად.
3. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, მე-4 ნაწილის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებ-ზე გადასახადს გამოიანგარიშებს გადასახადის გადამხდელი.
4. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით გადასახადის გადამხდელი (გარდა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა) ვალ-დებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და მასში ასახოს მხოლოდ დასაბეგრი ქონების დასახელება და აღწერილობა, უძრავი ქონების (გარდა მიწისა) ღირებულება და შეღავათი, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოები უზრუნველყოფენ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისათვის ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას საგადასახადო ორგანო იყენებს „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების“ და „საჯარო მოსამსახურეთა თავისი და ოჯახის წევრთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების“ მონაცემებს.
5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტარებში).
6. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გამოიანგარიშება ამ კოდექსის 273-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე.
7. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი დიფერენცირებულია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და ზონის მიხედვით.
8. ზონის საზღვრების დადგენა და მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ტერიტორიის ექსპერტული სოციალურ-ეკონომიკური შეფასების საფუძველზე, დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა გათვალისწინებით, რომელთაც ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები.
9. საგადასახადო ორგანო გადამხდელის სათანადო მომართვის შემთხვევაში ვალდებულია, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გადამხდელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
10. ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების დებულებების შესრულების მიზნით:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური სათანადო საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ გადამხდელთა სიებს მიწის ფართობის, შესაბამისი კატეგორიის ან ზონის და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველი წლის 1 აპრილამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგენს მონაცემებს ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისა და მათი მესაკუთრეების შესახებ;
გ) საჰაერო ან/და საზღვაო ადმინისტრაციები ყოველი წლის 1 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგენენ მონაცემებს ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისა და მათი მესაკუთრეების შესახებ;
დ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო ყოველი წლის 1 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგენს მონაცემებს ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისა და მათი მესაკუთრეების შემოსავლების შესახებ.
11. ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ტექნიკურ ზონას.
12. მიწაზე ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულება პირს ეკისრება მიწის საკუთრების ან მიწით სარგებლობის უფლების წარმოშობის, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივი მფლობელობის შემთხვევაში – ფაქტობრივ მფლობელად გახდომის თვის მომდევნო თვიდან.
13. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველია მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწით სარგებლობის უფლებას, ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივი მფლობელობა.
14. შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე პირის საკუთრებაშია, გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე ნაგებობისათვის, თითოეული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად.“.
55. 275-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 275. გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი
1. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადის გადამხდელი (გარდა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა) ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგენს საგადასახადო ორგანოში საგადასახა-დო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში დეკლარაციას წარადგენს დასაბეგრი ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
2. თუ ოჯახის ორ და ორზე მეტ წევრს აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი, ამ პირთაგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს უფლება აქვს წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც აისახება როგორც ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც) შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება. ამასთანავე, დეკლარაციაზე სავალდებულოა ოჯახის ამ წევრის (წევრების) ხელის მოწერა.
4. 274-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო საგადასახადო წლის 1 ივლისამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას ქონების გადასახადის მიხედვით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შესახებ.
5. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირი გადასახადს იხდის ორ თანაბარ ნაწილად, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 აგვისტოსი და 15 ნოემბრისა.
6. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადი გადაიხდევინება საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით მიმდინარე გადასახდელების სახით და ბიუჯეტში ჩაირიცხება თანაბარ ნაწილებად ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. მიმდინარე გადასახდელების სახით ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები ჩაითვლება საგადასახადო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებულ გადასახადის თანხად. ამასთანავე, თუ გადასახადის გადამხდელი არსებობს მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, იგი გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.
7. საწარმოს, რომელიც დაფუძნდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ანალოგიური წესი გამოიყენება მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ, თუ საგადასახადო აღრიცხვაზე მისი აყვანა განხორციელდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ.
8. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადის გადამხდელი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოებს წარუდგენს საგადასახადო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
9. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადის თანხის გადახდა ხდება ყოველწლიურად:
ა) 2007 წლის 1 იანვრამდე – არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ხოლო თუ დაბეგვრის ობიექტის გასხვისება აღნიშნულ ვადამდე ხდება, – მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე. ამ შემთხვევაში ქონების მიმღებს მიმდინარე კალენდარული წლისათვის დაბეგვრის ობიექტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა;
ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან – ყოველწლიურად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის (თუ სატრანსპორტო საშუალების წინა მესაკუთრეს მიმდინარე კალენდარული წლის გადასახადი არა აქვს გადახდილი) ან ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების დროს. რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერება არ უნდა განხორციელდეს გადასახადის გადახდის გარეშე.
10. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადის თანხის გადახდა ხდება ყოველწლიურად, არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ხოლო თუ დაბეგვრის ობიექტის გასხვისება აღნიშნულ ვადამდე ხორციელდება, – მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე. ამ შემთხვევაში ქონების მიმღებს მიმდინარე კალენდარული წლისათვის დაბეგვრის ობიექტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.
11. ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილების გათვალისწინებით ქონებაზე (გარდა ფასიანი ქაღალდებისა) საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ქონების გამსხვისებლის, მყიდველის, ჩუქებით (მემკვიდრეობით) მიმღების მიერ ქონების გადასახადის გადახდის ან ამ გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტი. ამასთანავე, ფიზიკური პირის მიერ თავის საკუთრებაში რიცხული ქონების გადასახადით დაბეგვრის დამოუკიდებელი ობიექტის (უძრავი ქონება, მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები და მიწა) რეალიზაციისას ცნობა ქონების გადასახადის გადახდის ან ამ გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ გაიცემა გასასხვისებელი ობიექტის მიხედვით.
12. ქონების გამსხვისებელთან მიმართებით ამ მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც:
ა) ამ კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად ხდება საგადასახადო ორგანოების მიერ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოები ქონებას რეგისტრაციაში ატარებენ აუქციონზე ქონების მყიდველის მიერ „გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ“ სერტიფიკატის საფუძველზე;
ბ) ქონების გასხვისება ან მესაკუთრის შეცვლა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) ხდება ქონებაზე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და იმ საწარმოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომლის წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;
დ) 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ ხდება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია. ამ შემთხვევაში ქონების გადასახადის გადახდის ან ამ გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტს განსაზღვრავს უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანო;
ე) ხდება გაკოტრების რეჟიმში მყოფი საწარმოს ქონების გასხვისება.
13. ქონების გამსხვისებელთან მიმართებით საგადასახადო ორგანო ცნობას (სათანადო აღნიშვნით) გასცემს იმ შემთხვევაშიც, როდესაც:
ა) ქონების გასხვისებას ახორციელებს აღიარებული საგადასახადო ვალდებულების მქონე პირი, რომლის არსებული დავალიანება აღემატება სარეალიზაციო თანხის 70 პროცენტს, და ამ პირობებში ქონებიდან ამონაგების არანაკლებ 70 პროცენტი მიიმართება საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად. ამასთანავე, აღნიშნული ოპერაციის შემდეგ გადამხდელს დარჩენილი დავალიანების დასაფარავად რჩება სხვა აქტივები;
ბ) ქონების გასხვისება ხორციელდება ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-9 ნაწილის პირობების გათვალისწინებით.
14. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ ამავე კოდექსის 276-ე მუხლის გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.
15. ამ კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირებისათვის ქონების გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების ვალდებულება განისაზღვრება შესაბამისი დაბეგვრის ობიექტისათვის დადგენილი წესით.“.
56. 276-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 276. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) რეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი, თუ ამ პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
ბ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი), რომლის ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს;
გ) 2007 წლის 1 იანვრამდე ჟურნალ-გაზეთების საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირების ბალანსზე არსებული და ამ საქმიანობაში უშუალოდ გამოყენებული ქონება;
დ) მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობისათვის, მათ შორის, ლიანდაგებისა და სალიანდაგო დისტანციების, სავაგონო და სალოკომოტივო დეპოების, რკინიგზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობებისა და კომუნიკაციების, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის მიერ, გარდა სამედიცინო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სავაჭრო, სპორტული და უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტების მიერ დაკავებული მიწებისა. მიწის გადასახადისაგან აგრეთვე არ თავისუფლდება რკინიგზის ვაგზლის შენობის ქვეშ არსებული მიწის ფართობები;
ე) ბუნების დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოებისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა;
ვ) მიმოსვლის გზები, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს საეტალონო და სასტენდო მოწყობილობები;
თ) ორგანიზაციის ქონება, გარდა მიწისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;
ი) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობა) საწარმოებლად გამოყენებული ქონება;
კ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწებისა;
ლ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია;
მ) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით ან/და სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანერიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა;
ნ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები, ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, თუ ისინი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ო) ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების, გარემოს დაბინძურების კონტროლის სადგურებისა და დანადგარების ფუნქციონირებისათვის გამოყენებული მიწები;
პ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები;
ჟ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება;
რ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტისა;
ს) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად;
ტ) ქურთის, ერედვისა და თიღვის თემები, სოფლები: ავნევი და ნული – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;
უ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;
ფ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ქ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
ღ) ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში;
ყ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;
შ) „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, აგრეთვე 2014 წლის 1 იანვრამდე „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამელიორაციო ასოციაციებისათვის გადაცემული, მათი მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა;
ჩ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები – პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;
ც) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი – აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე მიწის გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით;
ძ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებათა ქონება, გარდა მიწისა;
წ) სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ჭ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელსასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტიდან;
ხ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული უსინათლოების, ყრუ-მუნჯების, გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკურად განუვითარებელი ბავშვების, ომის ვეტერანთა საზოგადოებების, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების, მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და შრომითი რეაბილიტაციის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სახლების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ჯ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ;
ჰ) სამონადირეო მეურნეობების მიერ დაკავებული მიწები.
2. დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შეღავათების მქონე პირი თავის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ან მის ნაწილს) ან/და შენობა-ნაგებობებს (ან მათ ნაწილს) იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გადასცემს სხვა პირს.“.
57. 277-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 277. გადასახადის გადამხდელი
სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადამხდელად ითვლებიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.“.
58. 278-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
59. 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
60. 280-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებული არიან, ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველთვიურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ გადასახადი არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებული არიან, ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველთვიურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ გადასახადი არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“.
61. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-11 ნაწილები:
„9. სათანადო ნორმატიული აქტით ამ კოდექსის 273-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრამდე მონაცემებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის შესახებ მოიპოვებენ საგადა-სახადო ორგანოები. ასეთი მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ქონების გადასახადით დაბეგვრისას გამოიყენება ამ კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით განსაზღვრული შესაბამისი განაკვეთების საშუალო არითმეტიკული სიდიდე.
10. ამ კოდექსის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 275-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4 ნაწილები ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
11. 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურები ამ კოდექსის 274-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს საგადასახადო ორგანოებს წარუდგენენ 1 ივლისამდე, ხოლო საგადასახადო ორგანოები მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადის შესახებ „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელებს წარუდგენენ 1 აგვისტომდე.“.
62. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 ნაწილები:
„12. რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად რეიმპორტის რეჟიმის პირობებით უკან შემოტანისას ამ საქონლის შემომტანი პირის მიმართ წარმოქმნილ საგადასახადო ვალდებულებებზე შესრულების ვადის შეცვლა ამ კოდექსით დადგენილი წესით 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელდეს გადასახდელ გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული საქონლის მიხედვით მიღებული ჩათვლები ამ ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განადგურების შემთხვევაში საშემოსავლო, სოციალურ და ქონების გადასახადებზე წარმოქმნილ საგადასახადო ვალდებულებებზე ვადის შეცვლა ამ კოდექსით დადგენილი წესით 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელდეს გადასახდელ გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვის გარეშე, მხოლოდ საქონლის განადგურების შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი–61-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნების-თანავე.
მუხლი 3.
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-17, მე-19–46-ე და 48-ე–56-ე ნაწილები, მე-60 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 61-ე ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მუხლი 4.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 და 47-ე ნაწილები ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.
მუხლი 5.
ამ კანონის პირველი მუხლის 57-ე–59-ე ნაწილები და მე-60 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3138–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები