,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 10/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 230.030.000.10.003.000.773
  • Word
132
04/07/2007
სსმ, 97, 10/07/2007
230.030.000.10.003.000.773
,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №132

2007 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ო“ ქვეპუნქტი:

,,ო) წერილობით დადასტურებული ვალდებულება ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) საწყობის სამუშაო დროდ კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 0000 – 2400 საათის განსაზღვრის შესახებ.“;

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის, სატრანსპორტო საშუალების გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) გაშვების საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის მოქცევისას;“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, საშვის რეჟიმის, სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობისთვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი