დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016205 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
47
19/12/2014
ვებგვერდი, 24/12/2014
010250000.35.113.016205
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2014 - 02/05/2018)
|
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 ივნისის N60 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში. |
2.
მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი |
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირი. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის ოდენობა |
მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის შეადგენს: |
1.
საკურორტო ზონაში: |
ა)
სააგარაკო და ინდივიდუალური სახლებისათვის- 1 ლარი; |
ბ)
მრავალბინიანი სახლებისათვის, კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის (სასტუმრო, სავაჭრო და გასართობი) – 1 ლარი; |
გ)
სამრეწველო ობიექტებისათვის - 5 ლარი; |
დ)
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სარებილიტაციო პროფილის შენობა-ნაგებობებისათვის -0.50 ლარი. |
2.
ხაზობრივი ნაგებობებისათვის: |
ა)
I, II , III კატეგორიის ნაგებობებისათვის -0.30 ლარი; |
ბ)
IV კატეგორიის ნაგებობებისათვის - 0.50 ლარი. |
3.
ფასადის ცვლილებისათვის: |
ა)
საკურორტო ზონებში - 1 ლარი; |
ბ)
სხვა დანარჩენ ტერიტორიებზე - 0.50 ლარი. |
4.
მოცულობითი ნაგებობებისათვის - 0.50 ლარი. |
5.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე: |
ა)
კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის - 1 ლარი; |
ბ)
ინდივიდუალური სახლებისათვის - 0.50 ლარი; |
გ)
მოცულობითი ნაგებობებისათვის (მოწისზედა და მიწისქვეშა)-0.50 ლარი; |
დ)
ობიექტის დემონტაჟისათვის-0.50 ლარი. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები |
1.
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებელის გადახდა ხდება წინასწარ ნებართვის გაცემამდე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. |
2.
ანგარიშსწორება ხორცილდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მომსახურე ბანკში მოსაკრებლის თანხის შეტანის გზით. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღავათი |
1.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია: |
ა)
მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალი მშენებლობა, თუ ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს; |
ბ)
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების (სასმელი წყლისა და კანალიზაციის) სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. |
გ)
მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ ფართზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ამავე ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე. |
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრამდე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები