დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 378 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016691 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებით (ვებგვერდი, 05.11.2013, 010320040.22.033.016585) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 58-ე და 59-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 - 593 მუხლები: „მუხლი 591. მთავარი სპეციალისტი მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უპირატესობა ენიჭება განათლებას საჯარო პოლიტიკის სპეციალობით; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო პოლიტიკის სფეროში ან/და საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას); დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა.
მუხლი 592. უფროსი სპეციალისტი უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უპირატესობა ენიჭება განათლებას საჯარო პოლიტიკის სპეციალობით; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო პოლიტიკის სფეროში ან/და საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას); დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა.
მუხლი 593. სპეციალისტი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უპირატესობა ენიჭება განათლებას საჯარო პოლიტიკის სპეციალობით; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 29 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები