დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.037.016045 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში (სსმ, 04/11/2009, მუხლი 1561) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების: 1. მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტები: „21. ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი: ა) უმაღლესი განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - ბიზნესის ადმინისტრირება ან ეკონომიკა; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 თვის სტაჟი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუციის I, II და IV თავები; გ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.გ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“; გ.დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს N8/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word და Internet Explorer - კარგად ცოდნა. 22. ლოჯისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუციის I, II და IV თავები; გ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.გ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“; გ.დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს N8/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word და Internet Explorer - კარგად ცოდნა. 23. ლოჯისტიკის განყოფილების სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუციის I, II და IV თავები; გ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.გ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“; გ.დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს N8/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word და Internet Explorer - კარგად ცოდნა.“. 2. მე–3 მუხლის მე–9, მე–10 და მე–11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 29 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები