„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 29/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016044
20/ნ
19/12/2014
ვებგვერდი, 22/12/2014
010240070.22.037.016044
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №20/ნ

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში (სსმ, 19/08/2009, მუხლი 1151) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“, „უ2“ და „უ3“ ქვეპუნქტები:

„უ1) დეპარტამენტის ბალანსზე არსებული მატერიალური და არამატერიალური აქტივების დადგენილი წესით აღრიცხვის წარმოება და ჩამოსაწერი ქონების ხელმძღვანელობის წინაშე წარდგენა შესაბამისი წესით მათ ჩამოწერაზე;

2) დეპარტამენტის მოხელეთათვის შრომის ნორმალური პირობების შექმნა, გამოყოფილი სამეურნეო სახსრების მიზნობრივი ხარჯვა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით;

3) ფასეულობების აღრიცხვა და დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სამეურნეო ინვენტარზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და დეპარტამენტის საქმიანობისათვის განკუთვნილ ფასეულობებზე მატერიალური პასუხისმგებლობა;“;

ბ) მე-7 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 29 დეკემბრიდან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი