დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016302 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 331, 332 და 333 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,331. ამ ბრძანების 33-ე პუნქტი არ ვრცელდება სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ იუნკერებზე. აღნიშნულ იუნკერებს უწესდებათ სტიპენდია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებისა და მოცულობის შესაბამისად. 332. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია უზრუნველყოს აკადემიაში იუნკერის სტატუსის მოპოვების გარეშე მიღებულ პირთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა და მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება. 333. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის იუნკერის მიერ გადასახდელი თანხის საკუთარი ბიუჯეტიდან ანაზღაურება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები