დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 2 თებერვლის N76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 963 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №963
2014 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 2 თებერვლის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. „სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 2 თებერვლის №76 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „ბითიეი ბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების თაობაზე“;
ბ) განკარგულების 1-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში „სს „ბითიეი ბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო, სახელწოდება „სს „ბითიეი ბანკი“ შეიცვალოს სახელწოდებით სს „სილქ როუდ ბანკი“.
2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.“.
გ) განკარგულების მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას.
2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები