2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესისა და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 360120000.22.023.016290
167
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
360120000.22.023.016290
2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესისა და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესისა და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობების დამტკიცების თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №167

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესისა და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობების დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესი და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი

2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესი და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობები

მუხლი 1
ეს აქტი არეგულირებს 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში (შემდგომში - ერთიანი რეესტრი) რეგისტრაციის წესს და პირობებს.
მუხლი 2
2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი - ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისთვის და საბაზრო ქსელში განთავსებისთვის, ერთიან რეესტრში რეგისტრირდება „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის“ და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
მუხლი 3
პირი, რომელსაც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება დაწყებული აქვს 2015 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია 2016 წლის 1 იანვრამდე შეიტანოს განაცხადი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის თაობაზე და წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია.
მუხლი 4
იმ შემთხვევაში თუ სამინისტროს მიერ მიღებული იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის შესახებ, განაცხადის შემომტანი პირი ვალდებულია, სამინისტროს უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, შეწყვიტოს ცოცხალი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმის ჩაკეტილ სისტამაში გამოყენება და 10 დღის ვადაში მოახდინოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გაუვნებელყოფა. 
მუხლი 5
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მწარმოებელი/იმპორტიორი (შემდგომში - მწარმოებელი/იმპორტიორი), რომელმაც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი საბაზრო ქსელში განათავსა 2015 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია, 2016 წლის 1 იანვრამდე შეიტანოს განაცხადი სამინისტროში - ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის თაობაზე, თუ აღნიშნული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი არ არის რეგისტრირებული „აღიარებითი რეჟიმით“; 
მუხლი 6
მწარმოებელმა/იმპორტიორმა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციისთვის, კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციასთან ერთად, სამინისტროში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში პირველი განთავსების თარიღის შესახებ. 
მუხლი 7
იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს მიერ მიღებული იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის შესახებ, მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, სამინისტროსგან უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 90 დღის ვადაში მოახდინოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელიდან სრულად ამოღება, მისი რეექსპორტი ან გაუვნებელყოფა.
მუხლი 8
პირი, რომელიც ახორციელებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას ან მწარმოებელი/იმპორტიორი, რომელსაც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი განთავსებული აქვს საბაზრო ქსელში, პასუხისმგებელია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციისთვის სამინისტროში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
მუხლი 9
2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში რეგისტრაციისთვის სამინისტროში შესაბამისი განაცხადის 2016 წლის 1 იანვრამდე წარმოუდგენლობის შემთხვევაში:
ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებულ, დაურეგისტირებელ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებული საქმიანობა უნდა შეწყდეს; 
ბ) საბაზრო ქსელში განთავსებული, დაურეგისტრირებელი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ამოღებული უნდა იქნეს საბაზრო ქსელიდან.