დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390010000.22.023.016280 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 390010000.22.023.016150) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან: ა) ტყის აღრიცხვის დეპარტამენტი; ბ) ტყითსარგებლობის დეპარტამენტი; გ) ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტი; დ) ფინანსური დეპარტამენტი; ე) იურიდიული დეპარტამენტი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ზ) ინფორმაციული ანალიზის დეპარტამენტი; თ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“. |
2.
დებულების მე-10 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სააგენტოს მცირეფასიანი, არაფინანსური აქტივების და სხვა მატერიალური ფასეულობების (საკანცელარიო, სამეურნეო და ა.შ. საქონელი) დადგენილი წესით მიღება და განაწილება. “. |
3.
დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ინფორმაციული ანალიზის დეპარტამენტი ინფორმაციული ანალიზის დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს ეფექტური და გამართული ფუნქციონირების მიზნით ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შემუშავების ორგანიზება; ბ) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის, ასევე ახალი პროგრამული მოდულების შემუშავებისა და/ან ცვლილებების შეტანისათვის წინადადებების მომზადება; გ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში მომხმარებელთა დაშვებების უზრუნველყოფა ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, სისტემის მომხმარებელთათვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარებების გაწევა; დ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში კონსოლიდირებულ მონაცემთა საფუძველზე საცნობარო და/ან ანალიტიკური ანგარიშების შემუშავება და მართვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენისა და/ან გამოთხოვის ორგანიზება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მართვის, ასევე სააგენტოს კომპეტენციას განკუთვნილი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნით, ტერიტორიული ორგანოების (ანალიტიკოსების) საქმიანობის კოორდინაცია; ზ) სამოქმედო გეგმის შემუშავების ორგანიზება; თ) სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა; ი) საინფორმაციო - ანალიტიკური მასალების მომზადება; კ) საინფორმაციო - საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო, ეფექტური ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“. |
4.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. შიდა აუდიტის დეპარტამენტი შიდა აუდიტის დეპარტამენეტის უფლებამოსილებებია: ა) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება; ბ) სააგენტოს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა; გ) სააგენტოს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი, გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა; ე) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა; ვ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა, მათ შორის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა; ზ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა, გარდა გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა; თ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა; ი) სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეების მიერ ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენისას, შესაბამის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა; კ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე მის მიერ გამოვლენილი, ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენა და ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის; ლ) ტყითსარგებლობის სფეროში რისკების შეფასება; მ) სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი; ნ) ყოველი საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის ბოლომდე და ყოველი წლის დასაწყისში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (სამინისტროს შიდა აუდიტთან შეთანხმებული ფორმით) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 22 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები