დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №01/46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/47 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.33.062.016075 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება № 01/47
2014 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №01/46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტურითანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №01/46 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 8.12. 2014 წელი, სარეგისტაციო კოდი 010340000.33.062.016074) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 6, მე-7, მე-8 პუნქტები:
„6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს საიტის ადმინისტრატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
6.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
გ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, adobe photoshop, HTML, ინტერნეტი);
დ) გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა.
6.2. საკონკურსო თემატიკა:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“.
7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს ჟურნალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
7.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული) სრულყოფილად ცოდნა;
გ) ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
დ) ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ე) გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა.
ვ) საოფისე პროგრამების ცოდნა.
7.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“.
8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს პროდიუსერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
8.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული) სრულყოფილად ცოდნა;
გ) ტელევიზიაში მთავარ რედაქტორად ან პროდიუსერად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
დ) სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
ე) მედია რეგულაციების ღრმა ცოდნა და პროფესიული პრინციპების ერთგულება;
ვ) სატელევიზიო ხელოვნების ცოდნა;
ზ) სტრესულ-ექსტრემალურ სიტუაციაში მაღალი კონცენტრაციის უნარი;
თ) საოფისე პროგრამების ცოდნა.
8.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს დებულების დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი მურმან ფარფალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები