დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2949-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.017555 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თამბაქოს ნაწარმისათვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით;“. 2. 188-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის ცხრილის პირველი, მე-2 და მე-3 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები: „11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ჯამი. აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში. 12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასს და მისი დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. მუხლი 2. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასი დადგინდეს არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის პირველი და მე-2 გრაფები ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-3 გრაფა ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 12 დეკემბერი 2014 წ. N2949-Iს |
დოკუმენტის კომენტარები