საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2936-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016122
2936-Iს
12/12/2014
ვებგვერდი, 24/12/2014
010250000.04.001.016122
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 96. კაპიტალური ტრანსფერი

 1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მუნიციპალიტეტმა კაპიტალური ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.

 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის წინადადება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა თვითმმართველ ერთეულს.“.

 2. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 98. სპეციალური ტრანსფერი

1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.

 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა თვითმმართველ ერთეულს.

 5. სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია.“.

 3. 154-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტით განისაზღვრება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის საშემოსავლო გადასახადის განაწილების პროპორცია და მექანიზმი.“.

 

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 დეკემბერი 2014 წ.

N2936-Iს