მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 23/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016176
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
16/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
010260020.35.159.016176
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/12/2014 - 02/02/2015)

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2014 წლის 16 დეკემბერი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 53-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის  შესაბამისად. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურზე.
მუხლი 2
დანართი №2-ის შესაბამისად დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები.
მუხლი 3
წინამდებარე დადგენილების ამოქმედებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 ნოემბრის №38 (www.matsne.gov.ge 10.11.2014, 010260020.35.159.016170) დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შედის 2015 წლის 01 იანვრიდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი



დანართი 1
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები

1

გამგებელი

2650

2

გამგებლის პირველი მოადგილე

1300

3

გამგებლის მოადგილე

1300

4

სამსახურის უფროსი

1000

5

გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

900

6

სამსახურის განყოფილების უფროსი

810

7

გამგებლის თანაშემწე

790

8

მთავარი სპეციალისტი

560

9

წამყვანი სპეციალისტი

540

10

უფროსი სპეციალისტი

520

11

სპეციალისტი

500

12

დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკოსი)

500

13

დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი)

350

 


 

დანართი 2

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები

1

სამსახურის უფროსი

1000

2

მთავარი სპეციალისტი

540

3

სპეციალისტი

480