ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში

  • Word
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 17/12/2014
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ თავის დებულებების შესრულების თაობაზე

2014 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 28 განცხადება შემოვიდა. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

       საკრებულოს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა საკრებულოში არ შემოსულა.

2014 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს – საკრებულოს აპარატის უფროსს.

2014 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2014 წლის მანძილზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ განხორციელებულა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი.

საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირი

საკრებულოს აპარატის უფროსი          ქეთევან ხვედელიძე