დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 18/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300170000.55.067.016067 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება: |
1. ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-4 პუნქტი.
2. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი. „მუხლი 11. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბოცმანი - გემბანის განყოფილების რიგითი შემადგენლობის ზედამხედველი პირი, რომლის კვალიფიკაცია განისაზღვრება ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში.; ბ) დონკერმანი - გემის რიგითი შემადგენლობის წევრი, რომელიც პასუხისმგებელი ოფიცრის ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფს სატვირთო-საბალასტო ოპერაციებთან დაკავშირებული სისტემების, ტუმბოებისა და მექანიზმების მომსახურებას და რომლის კვალიფიკაცია განისაზღვრება ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში; გ) გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალი – გემის რიგითი შემადგენლობის წევრი, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებს გემის მზარეულის ზედამხედველობის ქვეშ და რომლის კვალიფიკაცია განისაზღვრება ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით; დ) „გემის დამხმარე პერსონალის“ საწვრთნელი კურსები - „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის № 001 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ვ - ვ.ი“ ქვეპუნქტების შესაბამისი საწვრთნელი კურსების ერთობლიობა; ე) არლგს -ავტომატური რადიო-ლოკაციური გავლების საშუალება. 2) ამ წესში მოცემული სხვა ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით მათი შესწორებული ვერსიებით.“ 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა, ხელმძღვანელობის და გუნდური მართვის უნარ-ჩვევების ჩათვლით (STCW რეგ. I/12; II/1; II/2);“ 4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა, ხელმძღვანელობის და გუნდური მართვის უნარ-ჩვევების ჩათვლით (STCW რეგ. I/12; III/1; III/2;).“ 5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს თანამდებობის დამადასტურებელი შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები: ა) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი; გ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი; დ) ბოცმანი; ე) დონკერმანი; ვ) ხარატი; ზ) გემის მზარეული; თ) გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალი.“ 6. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს წვრთნების დამადასტურებელი შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები: ა) რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციები; ბ) ინერტული აირების სისტემის გამოყენება; გ) ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემა; დ) გემის მართვა და მანევრირება; ე) სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა; ვ) საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები; ზ) ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა; თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატი.“ 7.წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 მუხლები; „მუხლი 61. სხვა სერტიფიკატების გაცემის მინიმალური მოთხოვნები 1. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული სხვა სერტიფიკატი თუ იგი არის 18 (თვრამეტი) წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, შეესაბამება STCW კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით და A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, გააჩნია კანონით განსაზღვრული მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქვს: ა) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად: ა.ა) პროფესიული უმაღლესი / საზღვაო უმაღლესი განათლება და არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის რანგში; ან ა.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის რანგში; ა.გ) შეესაბამება STCW კოდექსის A-III/1 ცხრილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს; ა.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/2-1, VI/3, VI/4-1 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს; ა.ე) აბარებს შესაბამის გამოცდას; ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად: ბ.ა) პროფესიული უმაღლესი / საზღვაო უმაღლესი განათლება და აქვს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის რანგში; ან ბ.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის რანგში; ბ.გ) შეესაბამება STCW კოდექსის A-III/1 ცხრილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს; ბ.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/2-1, VI/3, VI/4-1 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს; ბ.ე) აბარებს შესაბამის გამოცდას. გ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად: გ.ა) პროფესიული უმაღლესი / საზღვაო უმაღლესი განათლება და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ; ან გ.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მექანიკოსის რანგში; გ.გ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/2-1, VI/3, VI/4-1 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს; გ.დ) აბარებს შესაბამის გამოცდას. დ) ბოცმანის სერტიფიკატის მისაღებად: დ.ა) აკმაყოფილებს კონვენციის II/5 რეგულაციის მოთხოვნებს; დ.ბ) აქვს გემბანის მეზღვაურის შესაბამისი პროფესიული საზღვაო/პროფესიული უმაღლესი ან საზღვაო უმაღლესი განათლება; დ.გ) აქვს მატროსად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; დ.დ) აბარებს შესაბამის გამოცდას; ე) დონკერმანის სერტიფიკატის მისაღებად: ე.ა) აქვს გემბანის ან სამანქანე განყოფილების მეზღვაურის შესაბამისი სპეციალური პროფესიული ან საზღვაო უმაღლესი განათლება; ე.ბ) აკმაყოფილებს კონვენციის II/5 ან III/5 რეგულაციის მოთხოვნებს; ე.გ) აქვს მატროსად ან მოტორისტად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ე.დ) გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი კონვენციის რეგ. VI/3 და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს; ე.ე) გავლილი აქვს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „ნედლი ნავთობით რეცხვის“ და „ინერტული აირების სისტემის გამოყენების“ კურსები და ფლობს შესაბამის სერტიფიკატ(ებ)ს; ე.ვ) აბარებს შესაბამის გამოცდას: ვ) ხარატის სერტიფიკატის მისაღებად; ვ.ა) გავლილი აქვს ხარატის ან მეჩარხის III საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან სასერტიფიკაციო ორგანიზაციის მიერ დადასტურებული საწვრთნელი პროგრამა; ვ.ბ) აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ან გააჩნია სააგენტოს მიერ დამტკიცებული „გემის დამხმარე პერსონალის“ საწვრთნელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტური დასაბუთება. ზ) გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიკატის მისაღებად: ზ.ა) აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ან გააჩნია სააგენტოს მიერ დამტკიცებული „გემის დამხმარე პერსონალის“ საწვრთნელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტური დასაბუთება; ზ.ბ) მინიჭებული აქვს მზარეულის პროფესიული სტანდარტის პირველი საფეხურის შესაბამისი კვალიფიკაცია. თ) მზარეულის სერტიფიკატის მისაღებად: თ.ა) გავლილი აქვს სასერტიფიკაციო ორგანიზაციის მიერ დადასტურებული გემის მზარეულის სასწავლო-საწვრთნელი პროგრამა; თ.ბ) აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში; თ.გ) აბარებს შესაბამის გამოცდას. მუხლი 62. სხვა სერტიფიკატის განახლება მეზღვაური, რომელსაც სურს იმავე რანგის სხვა სერტიფიკატის მიღება, გააჩნია ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნაოსნობის 12 (თორმეტი) თვიანი სტაჟი, ან უწყვეტი 3 (სამი) თვიანი ნაოსნობის სტაჟი ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობით სხვა მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული, სხვა სერტიფიკატს აიღებს გამოცდის ჩაბარების გარეშე.“ 8. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. მეზღვაურთა სერტიფიკატების შევსებისა და გაცემის წესი 1. მეზღვაურის სერტიფიკატის შევსებას და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე. მეზღვაურის სერტიფიკატის შევსებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შეყვანას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი. 2. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემა წარმოებს მხოლოდ მის მფლობელზე, შესაბამისი პირის მიერ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის, პირადობის ან მართვის მოწმობის) წარდგენის საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიუხედავად, მეზღვაურის კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ მესამე პირზე გაცემული მინდობილობისა და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში . 4. მეზღვაურის სერტიფიკატის მიღების ფაქტს მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით. 5. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება მეზღვაურთა დოკუმენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომელშიც ასევე მიეთითება მეზღვაურის სერტიფიკატის ნომერი.“ |
მუხლი 2.
გარდამავალი დებულება |
თუ პირმა ამ ბრძანების ამოქმედებამდე მიიღო მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სათანადო სერტიფიკატი და მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს სხვა სერტიფიკატი თუ პირი წარმოადგენს შესაბამის წვრთნის დამადასტურებელ სერტიფიკატებს და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟს. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ძალაშია 2014 წლის 20 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები