რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში

  • Word
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები რუსთავის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 17/12/2014
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში
რუსთავის საქალაქო სასამართლო

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს   ანგარიში

2014 წლის განმავლობაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ადვოკატთაგან შემოვიდა 19 განცახდება, საიდანაც დაკმაყოფილდა 17 განცხადება, 2 განცხადებას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მათ შორის ერთი საჩივარი დაკმაყოფილდა და გაცემული იქნა საჯარო ინფორმაცია. 5 შემთხვევაში საქმე შეიცავდა მხარეების პერსონალურ მონაცემებს და საჭირო იყო სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება. დანარჩენ - 14 შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგებს, მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, განხილული საქმეების რაოდენობას, სასამართლო პროცესების განრიგს, სასამართლო პროცესების ვიდეო და ფოტო გადაღების სტატისტიკურ მონაცემს, სხვადასხვა სახის საქმეთა სასამართლოს წარმოებაში არსებობის შესახებ, ასევე ინფორმაციას სასამართლო მასალების, აქტების ქსეროასლებს სხვადასხვა კატეგორიის დავებზე, სტატისტიკურ მონაცემს, სასამართლოში შემოსულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ შუამდგომლობათა რაოდენობის, დაკმაყოფილებისა და დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.  

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეებისასამართლოს მენეჯერი, კანცელარიის უფროსი ან კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებული.

 

თავმჯდომარე                             მამია ფხაკაძე